USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
რა ქვეყნებში ფლობენ ჩინური კომპანიები პორტებს - რუკა
Date:  603

წყარო: https://bm.ge/

ჩინეთი, რომელიც პლანეტის უმსხვილესი ექსპორტიორია, საკუთარი ლოგისტიკური ჯაჭვების გაფართოებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ახალ საპორტო ინფრასტრუქტურაში მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს. ეს მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებში ახალი პორტების მშენებლობას, არსებული ტერმინალების გაფართოებას და ახალი სატრანსპორტო ჯაჭვების შექმნას. ჩინეთი უმეტესწილად ორიენტირებულია ნედლეულის იმპორტზე, იქნება ეს ნაყარი ტვირთები, მეტალების მადნები, ნედლი ნავთობი, მანქანა დანადგარები თუ სხვა საქონელი და მზა პროდუქციის ექსპორტზე, რაც უმეტესწილად საკონტეინერო ხომალდების მეშვეობით ხორციელდება.

ჩინეთის მიერ მსოფლიოს მასშტაბით შეძენილი და აშენებული საპორტო ინფრასტრუქტურა მეტწილად თანხვედრაშია ჩინეთის სავაჭრო ნაკადების მოცულობასთან. 2023 წელს ჩინეთის ექსპორტი 3.4 ტრილიონ დოლარს, იმპორტი კი 2.55 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

Council of Foreign Relations-მა (CFR) ერთად შეკრიბა ის საპორტო/სატერმინალო/ლოგისტიკური პროექტები, რომლებსაც ჩინეთი მსოფლიოს გარშემო ახორციელებს. აღნიშნული პროექტები ძირითადად ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა 2013 წელს წარადგინა. მსოფლიოს მასშტაბით სულ 92 საპორტო/სატერმინალო ინფრასტრუქტურაა, რომელშიც ჩინური კომპანიები მონაწილეობენ, მათ შორის 13 საპორტო პროექტში ჩინური კომპანიები მაჟორიტარულ (50%+ საკონტროლო წილს) ფლობენ. ამ 13 საპორტო პროექტიდან 10 პორტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩინეთის საზღვაო ძალების ოპერაციებისთვისაც.

CFR-ის თანახმად, ჩინეთის უმსხვილესი გაცხადებული საპორტო ინვესტიცია მსოფლიოს გარშემო ტანზანიაში განხორციელდება, რაც ბაგამოიოს პორტის მშენებლობას უკავშირდება. პორტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება $10 მილიარდი დოლარია. პორტის მშენებლობის შესახებ განცხადება ტანზანიის პრეზიდენტმა ჯაკაია კიკვეტემ 2013 წელს სი ძინ პინთან შეხვედრაზე გააკეთა, თუმცა 10 წელზე მეტია აღნიშნულიდან გასული, ამასთან შეცვლილია ტანზანიის მთავრობაც, თუმცა პორტის რეალური განხორციელება არ დაწყებულა, ასევე უცნობია იქნება თუ არა პორტის საინვესტიციო მოცულობა $10 მილიარდი, რადგანაც მსგავსი პროექტები რეალურად განხორციელების ეტაპზე ხშირად ზომაში შემცირებას ექვემდებარებიან. მეორე ადგილზეა ავსტრალია, სადაც 2016 წელს მელბურნის პორტის 50-წლიანი ოპერირება/გაფართოების საკონცესიო უფლებები ჩინურმა კონსორციუმმა $7.3 მილიარდად შეიძინა. მესამე ადგილზეა შრი-ლანკა, სადაც ჩინეთმა $4 მილიარდამდე ინვესტიცია განახორციელა. საუბარია ჰამბანტოტას საპორტო პროექტზე, რომელშიც ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს 87%-იანი წილი აქვთ, ხოლო შრი-ლანკას სახელმწიფო 13%-ს ფლობს. პროექტი ჩინური სესხით აშენდა, რომლის მომსახურებაც შრი-ლანკას სახელმწიფომ ვერ შეძლო, რის შედეგადაც პროექტი 99 წლის ვადით ჩინური კომპანიის მართვაში გადავიდა. მეოთხე პოზიციაზეა სინგაპური, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული პორტი მდებარეობს, აღნიშნული პორტის ახალი ნავმისადგომების მშენებლობა ოპერირებისთვის ჩინურმა კომპანიებმა 2.6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს, ხოლო მათი საკუთრება აღნიშნული ტერმინალის 49%-ს შეადგენს.

ქვეყანა მთლიანი ჩინური ინვესტიცია პორტების/ტერმინალების რაოდენობა არის თუ არა ქვეყანა სარტყელი და გზის პარტნიორი
ტანზანია $10.2 მილიარდი 2 დიახ
ავსტრალია $8.1 მილიარდი 3 არა
შრი-ლანკა $3.9 მილიარდი 4 დიახ
სინგაპური $2.6 მილიარდი 1 დიახ
ანგოლა $2.1 მილიარდი 3 დიახ
სპილოს ძვლის სანაპირო $1.7 მილიარდი 2 დიახ
ნიგერია $1.7 მილიარდი 2 დიახ
კამბოჯა $1.5 მილიარდი 3 დიახ
მიანმარი $1.3 მილიარდი 1 დიახ
საუდის არაბეთი $1.2 მილიარდი 3 დიახ
სამხრეთ კორეა $1.2 მილიარდი 1 დიახ
ტაილანდი $1 მილიარდი 2 დიახ
მადაგასკარი $1 მილიარდი 1 დიახ
ისრაელი $1 მილიარდი 1 არა
რუსეთი $1 მილიარდი 1 Unclear
კენია $944.7 მილიონი

3 დიახ
ტიმორ-ლესტე $942.6 მილიონი 1 დიახ
თურქეთი $940 მილიონი 1 დიახ
ბრაზილია $924 მილიონი 1 არა
ყატარი $880 მილიონი 1 დიახ
გვინეა $853 მილიონი 1 დიახ
ეგვიპტე $721 მილიონი 3 დიახ
ჯიბუტი $606.7 მილიონი


2 დიახ
კამერუნი $568 მილიონი 1 დიახ
მალაიზია $544 მილიონი 2 დიახ
იემენი $508 მილიონი 1 დიახ
განა $476 მილიონი 1 დიახ
ესპანეთი $454 მილიონი

2 არა
მავრიტანია $453.8 მილიონი

3 დიახ
საფრანგეთი $446 მილიონი 1 არა
პაკისტანი $440 მილიონი 3 დიახ
საბერძნეთი $411 მილიონი

1 დიახ
ერიტრეა $400 მილიონი 1 დიახ
ნამიბია $385 მილიონი 1 დიახ
ეკვატორული გვინეა $352 მილიონი 1 დიახ
პაპუა ახალი გვინეა $285 მილიონი 1 დიახ
მექსიკა $272.5 მილიონი 2 არა
არაბთა გაერთიანებული საამიროები $227.5 მილიონი 2 დიახ
პერუს $225 მილიონი 1 დიახ
Წასვლა $207 მილიონი 1 დიახ
პანამა $195 მილიონი

2 დიახ
ვიეტნამი $163.3 მილიონი 1 დიახ
შეერთებული შტატები $161.9 მილიონი 2 არა
უკრაინა $151.3 მილიონი 3 დიახ
მოზამბიკი $151 მილიონი 2 დიახ
ბრუნეი $142.9 მილიონი 1 დიახ
ნიდერლანდები $139 მილიონი 1 არა
ლატვია $112 მილიონი 1 დიახ
ეკვადორი $106.7 მილიონი 1 დიახ
სუდანი $97.5 მილიონი 1 დიახ
გერმანია $76 მილიონი 1 არა
იტალია $59.1 მილიონი 1 დიახ
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა $56.5 მილიონი 1 დიახ
ჩილე $44 მილიონი 1 დიახ
ბელგია $39.1 მილიონი

1 არა
ბაჰამის კუნძულები $39 მილიონი 1 არა
ფილიპინები $10 მილიონი 1 დიახ

აღნიშნულ სიას მომავალში საქართველოც დაემატება საწყის ეტაპზე $600 მილიონი დოლარის ინვესტიციით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, სადაც ჩინურ კონსორციუმ (CCCC & China Harbour Investment PTE) 49%-იანი წილი ექნება.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way