USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
ნათია ზაზაშვილი-ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ორგანიზაცია "ჟალეთის" დამფუძნებელი
Date:  1846
იტალიაში 2009 წელს ჩემს დასთან ჩამოვედი. იმ პერიოდში, საქართველოში მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მოვლენები ისე განვითარდა, რომ გადავწყვიტე სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა.
 
ჟურნალისტური კარიერაც საქართველოდან დავიწყე,როდესაც 2002 წელს აკადემიკოს გარი ჩაფიძესთან და ქალბატონ ელისო სოფრომაძესთან ერთად დავაფუძნე ძალოვანი სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის ჟურნალი "ფარი", სადაც კორესპონდენტადაც ვმუშაობდი. ამავე წელს ჩემი რედაქტორობით გამოიცა გაზეთ " ელიტარული ქრონიკის" რამდენიმე ნომერი.
 
ამ პერიოდში გავიარე ანტიკრიმინალური ჟურნალუსტიკის კურსიც. იტალიაში ჩამოსვლისთანავე დავიწყე მუშაობა ანტიკრიმინალურ ჟურნალთან, რომელსაც "ჩენტო პასი"( ასი ნაბიჯი) ჰქვია (რომლის ჟურნალისტსაც რეპორტაჟის მომზადების დროს ესროლეს და 100 მეტრში მოკლეს). ჟურნალში ყველა სტატიას ვბეჭდავდი პუტინის კრიმინალურ ქმედებებზე საქართველოს ტერიტორიაზე. იტალიური მედია სამწუხაროდ პუტინის მიმართ დიპლომატიურ დისტანციას ინარჩუნებს და დაახლოებით 10 სტატიის მომზადების შემდეგ დამბლოკეს, შემომთავაზეს წერა კულტურაზე გამეგრძელებინა, რაზეც მე უარი ვთქვი და სწავლა განვაგრძე საერთაშორისო, თანამედროვე მედეა მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
 
ამჟამად საერთაშორისო ჯგუფთან ერთად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე. ცოტა ხნის წინ რედაქციაში მომცეს უფლება, რომ გამოვაქვეყნო ქართულენოვანი სტატიები იტალიის პოლიტიკური ქრონიკის სახით. მიხარია, რომ ამ ფორმით მექნება საშუალება მოვახდინო ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია იტალიაში. ასევე ვმუშაობ პოლიტიკურ სტატისტიკებზე და ვემზადები ჟურნალისტთა კავშირში გასაწევრიანებლად.
 
დღეს, საერთაშორისო დონეზე ჟურნალისტიკის ტექნიკური ცივილიზაცია მეტნაკლებად თანასწორად მიმდინარეობს. პრობლემა ის არის, რომ მსოფლიო მედია ბაზარზე ჟურნალისტიკის ცივილიზაციას ასცდა თავად პროფესიონალი კადრიც და პოლიტიკურ წნეხში მოექცა.არაპროფესიონალიზმზე აღარ მაქვს საუბარი. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ჯერ კარგი განათლება მიიღონ და შემდეგ დაიწყონ წერა. ჟურნალისტისთვის ყველაზე დიდი იარაღი სამართლიანი სიტყვაა. მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა მიზნის მისაღწევად ჟურნალისტმა ყველა საშუალება არ უნდა გამოიყენოს. წარსულზე და მომავალზე ფიქრში დრო არ უნდა დაკარგოთ, ბოლომდე დაიხარჯეთ დღევანდელი დღით.
 
გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საემიგრაციო განყოფილებაში ვმუშაობ. ასევე ვარ ორგანიზაცია "ჟალეთის" დამფუძნებელი და ბევრ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა.
society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way