USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
მსოფლიოში პირველი საწვავზე მომუშავე თვითმავალი ეტლი კარდენახელმა თავადმა შექმნა
дата:  863
ქვემოთ ფოტოზე: თავადი ირაკლი ბებურო-ვაჩნაძე თავის გამოგონილ ეტლში, ეტლს სიჩქარის მაჩვენებელი და საყვირიც კი ჰქონდა მიმაგრებული.ის საწვავის საშუალებით საათში 20 ვერსს გადიოდა - ვერსი კილომეტრზე ოდნავ მეტი მანძილია, ეს იმ დროს, როცა პირველი მანქანებისთვის 16 ვერსის გავლაც კი საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.
 
ამ ამბავმა ისტორიკოს გიორგი საითიძის ყურადღება ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში 1912 წლის "სახალხო გაზეთიდან" მიიპყრო, სადაც თავისივე შექმნილ ეტლში ამაყად მჯდომი ქართველი თავადის ფოტო იყო და მისი გამოგონების შესახებ წერდნენ: "თავადი ირაკლი ვასილის ძე ბებურო-ვაჩნაძის მიერ გამოგონილი თვითმოძრავი სავარძელი ამას წინათ მოსკოვში სცადეს და კარგი გამოდგა (საათში 20 ვერსი გაუვლია). ამ სავარძლის დამზადება გამომგონებლის ნების დაურთველად არავის შეუძლიან. მოსკოვში უკვე შემდგარა ამხანაგობა, რომელიც სათანადო ქარხანას აშენებს და შესაფერისი მანქანები დაუკვეთნია".
ვაჩნაძეები თავიანთ სახელებს იმ წინაპრის სახელებს ამატებდნენ, ვისი შთამომავლებიც იყვნენ. მაგალითად, ანანიას შთამომავლები ანანია-ვაჩნაძეებად იწოდებოდნენ, ბებუროს შთამომავლები კი ბებურო-ვაჩნაძეებად. ირაკლი ბებუროს შთამომავალი იყო, სიღნაღში გაიზარდა, შემდგომ კი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა ოფიცრად. სამხედრო სამსახურის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც გამომგონებლის ნიჭმა ჩვეულებრივად ცხოვრების ნება არ მისცა. ერთხელაც, როგორც თვითონ წერს, ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დაუძლურებული თავადი დაინახა, რომელსაც მოსამსახურე ურიკის მსგავსი მოწყობილობით მიაგორებდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ასეთი ადამიანებისთვის შვება მიენიჭებინა. მოკლედ, დაჯდა, დახაზა, მუყაოსაგან მოდელი გამოჭრა და სპონსორს დაუწყო ძებნა.
 
სპონსორიც მოიძებნა - ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გამოგონების ხორცშესასხმელად 300 მანეთი აჩუქა, რაც იმდროისთვის დიდი ფული იყო.
მოსკოვის ფაბრიკამ,რომელსაც ინგლისელები აშენებდნენ, ეტლი გამოუშვა თუმცა,მოგებით ვაჩნაძე ვეღარ ისარგებლებდა, რადგან ჯერ პირველი მსოფლიო ომი, შემდგომ კი ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა, ინგლისელი ბიზნესმენები მოსკოვიდან გაიკრიფნენ და თან წაიღეს ვაჩნაძის გამოგონებაც, რასაც ქართველი თავადი ვეღარ მოძებნიდა. ასე დარჩა ევროპას შშმ პირთა პირველი სპორტული ეტლი, რომლის მრავალი სახეობა დღეს უკვე ფართოდ არის მსოფლიოში გავრცელებული.
 
გიორგი საითიძე შეეცადა ირაკლი ვაჩნაძის შთამომავლები მოეძებნა და იპოვნა კიდეც მაგრამ ვაჩნაძეების ნაცვლად უკვე კეთილაშვილებად იწერებოდნენ: ''მითხრეს, რომ ეს საოცარი კაცი ბავშვობიდანვე ოცნებობდა ისეთი მოწყობილობის შექმნაზე, რომელიც ერთდროულად კიდეც იცურებდა, კიდეც იფრენდა და მიწაზეც იმოძრავებდა.ვინ იცის, იქნებ ეს გაეკეთებინა კიდეც, ხელშეწყობა რომ ჰქონოდა. საბჭოთა მთავრობა მას ორი მიზეზით სდევნიდა - გვარისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობისთვის, თუმცა ნიჭიერი კაცი არ ეთმობოდათ, ამიტომ გვარის შეცვლა შესთავაზეს - მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიფინანსებთ გამოგონებებსო.
 
1930-იანი წლების ბოლოს უკვე გაზეთი "კომუნისტი" აქვეყნებს ცნობას ვინმე ირაკლი კეთილაშვილის შესახებ, რომელმაც წყალგაუმტარი ტანსაცმელი გამოიგონა და მტკვარზე უკვე გამოსცადა.მოკლედ, ცხოვრება სხვა გზით წავიდა, ვიდრე ამ ნიჭიერ კაცს უნდოდა, თუმცაღა მას ერთი სურვილი მაინც შეუსრულდა - სამუდამოდ ჩრდილში ყოფნის საფასურად სამშობლოსთან განშორება არ მოუხდა.''
 
წყარო: კვირის პალიტრა
ავტორი: ეთერ ერაძე
область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати