USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
მარინა გვახარია - კლინიკური ემბრიოლოგი და ლაბორატორიის დირექტორი კალიფორნიაში
თარიღი:  673

ამერიკაში 1993 წლიდან ვცხოვრობ და ვმუშაობ. პირველი ოთხი წელი ტეხასის შტატში გავატარე, სადაც ბეილორის სამედიცინო სკოლის, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან რეპროდუქტოლოგიურ ლაბორატორიაში ვმუშაობდი, როგორც მკვლევარი და კლინიკური მეცნიერი. ამ პერიოდში, ნაყოფიერ სამეცნიერო კვლევებთან ერთად, თანამედროვე ინ ვიტრო ფერტილიზაციის პროცესში გამოყენებულ მაღალ ტექნოლოგიებს დავეუფლე და შევისწავლე კლინიკური ლაბორატორიის მართვის დეტალები.

1998 წელს, მაღალი სირთულის კლინიკური ლაბორატორიის დირექტორის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე ემბრიოლოგიის და ანდროლოგიის განხრით. ასევე, მოვიპოვე კალიფორნიის კლინიკური ლაბორატორიის მეცნიერის ლიცენზია.

ამჟამად კალიფორნიაში, პალო ალტოს სამედიცინო ფონდში ვმუშაობ რეპროდუქციული ლაბორატორიების დირექტორად. ჩემს ლაბორატორიაში, წელიწადში, დაახლოებით 1000 ინ ვიტრო ფერტილიზაციის პროცედურა სრულდება. ჩვენი მთავარი გამოწვევაა რთული ტექნოლოგიური პროცესების ხარისხიანად მართვა და პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბევრ დროს ვუთმობ თანამშრომლების წვრთნას და სამუშაო პროცესის დიზაინს. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თანამედროვე ლიტერატურის და გაიდლაინების ზედმიწევნით ცოდნას.

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მედიცინის შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგია. „სინჯარის პირველი ჩვილი“- ლუიზ ბრაუნი 1978 წელს დაიბადა. მას შემდეგ, ეს დარგი გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ. მუდმივად უმჯობესდება მკურნალობის წარმატების მაჩვენებლები, გვემატება ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც მანამდე უკურნებელი შემთხვევების მკურნალობის საშუალებას გვაძლევს. ბოლო მონაცემებით, 1978 წლის შემდეგ, მსოფლიოში ინ ვიტრო ფერტილიზაციის შედეგად სულ ცოტა 8 მილიონი ადამიანი დაიბადა. განვითარებულ ქვეყნებში, საშუალოდ, შობადობის 2% ინ ვიტრო ფერტილიზაციის შედეგია. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ პროცესის ნაწილი და დავეხმარო უშვილობით დაავადებულ ადამიანებს, მათი მძიმე პრობლემის გადაჭრაში.

ასევე, საინტერესოა რეპროდუქციული მედიცინის სტანდარტების ჩემოყალიბების და ემბრიოლოგიის სპეციალობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები. ამიტომ, ხშირად ვმონაწილეობ პროფესიული საზოგადოების საგანმანათლებლო და პროფესიული სტანდარტების პროექტებსა და კომისიებში. დარგის სხვა ექსპერტებთან ერთად, მიწვეული ვიყავი კალიფორნიის სენატში კვერცხუჯრედის დონაციიასთან დაკავშირებული კონსულტაციებისთვის. რამდენიმე წლის წინ კოლეგებმა ამირჩიეს ამერიკის რეპროდუქცული ბიოლოგიის კოლეგიის პრეზიდენტად, რაც ჩემი პროფესიული კარიერის უდიდეს წარმატებად მიმაჩნია.

ძალიან მახარებს ახალგაზრდა ქართველი კოლეგების წარმატებები. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ საქართველოს დიდი რესურსი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მსოფლიოში მომუშავე ქართველი მედიკოსების სახით. ძალინ შთამბეჭდავია, როდესაც ახალგაზრდა კოლეგას, სპეციალობასთან ერთად, კარგად ესმის მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპები, ფლობს თანამედროვე ლიტერატურას და ერკვევა თანამედროვე სამედიცინო ეთიკაში. ვისურვებდი, რომ ყველა ქართველი ექიმი ამ უნარებით აღჭურვილი ტოვებდეს რეზიდენტურას ისე, როგორც ეს ამერიკაში ხდება.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.