USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ხოჩა ლაქუნუ ჯარხ კამანიშ ლახვბას! დიდება კამანელ გმირებს !!!
Date:  1253

მიტოვებულები, მარტო დარჩენილები და მტრის სამხედრო "მანქანის" მიერ ყველა მხრიდან ალყა შემორტყმულები და მაინც ამაყი, დაუმორჩილებელი და გაუტეხელი კამანელები. მამაცად იგერიებდნენ მათზე მინიმუმ 10-ჯერ მრავალრიცხოვან მტერს. მათი უმრავლესობა არ იყვნენ პროფესიონალი სამხედროები და არც საბრხოლო გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ სული ჰქონდათ უტეხი. სიკვდილი კი გმირული აღსასრულით მხოლოდ მის მიმართ უშიშრებს აჯილდოვებს, რადგან აღიქვამს მათ თანასწორებად და მისი არსების მსგავსებად.

ასე, კბილების ღრაჭუნით და სვანური სიბრაზით ებრძოდნენ კბილებამდე შეიარაღებულ 500 აფხაზს, რუსს და ყაბარდოელს 40 ქართველი და ბევრი მათგანისთვის მშობლიური სოფლის დაცვა წუთისოფლის უკანასკნელ წამადაც იქცა.

მაგრამ ღმერთია მოწმე არაფერი დააკლეს მტერს და ბევრი მათგანი გაიყოლეს!

ბოლოს კი, შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, როდესაც მტრები სოფლის შუაგულში იყვნენ, მოხდა დოკუმენტირებული გმირობა, როდესაც წინააღმდეგობის მეთაურმა, ზაზა პაკელიანმა რაციაში გადმოსცა: "ჩვენ დავიხოცეთ, დაბომბეთ კამანი" - რაც შეიძლება მეტი მტრის იქეთ გაყოლების იმედით.

რა ბედი ეწია ამ სოფლის მკვიდრ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს აღარ მოვყვები. ისედაც გეცოდინებათ. თუნდაც მამა ანდრია ყურაშვილის, მერი პაკელიანის და იური ანუას ამბები ისედაც ცნობილია.

უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენს ერს არავისზე ნაკლები გმირობების მაგალითები აქვს. ხოლო სოფელი კამანის წინააღმდეგობა ოქროს ასოებით უნდა იყოს ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული უტეხი და დაუმორჩილებელი სულის მაგალითი.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way