დღეს როცა ვამბობთ „კაბა“ უპირველეს ყოვლისა მხედველობაში გვაქვს გარკებული ნივთი: ქალის გარდერობის ელემენტი. მაგრამ რამოდენიმე ათეული წლის წინ სიტყვა „კაბა“ ქალის და მამაკაცის ნებისმიერ სამოსს ნიშნავდა რომელსაც თეთრეულის ზევიდან ატარებდნენ. ოჟეგობის და უშაკოვის განმარტებით ლექსიკონებში ორივე მნიშვნელობაა განხილული: კაბა - როგორც მხოლოდ ქალის სამოსი და კაბა როგორც ზოგადად ტანსაცმლის კრებითი სახელი.
შეიძლება სიტყვის მეორე მნიშვნელობა დღეს მოძველებულად ჟღერს მაგრამ ჯერ კიდევ გამოიყენება... გასული საუკუნის დასაწყისში შეიძლება გენახათ მაღაზია წარწერით „ქალის და მანაკაცის კაბა“ - რა თქმა უნდა „კაბას“ გულისხმობდნენ როგორც სამოსს. მაგრამ თვისი არსებობის გარიჟრაჟზე კაბას -როგორც ერთიან სამოსს ქვედაბოლოთი და ზედა ნაწილით ატარებდნენ როგორც ქალები ისე მამაკაცები.
ითვლება, რომ კაბა ადრეული მოსასხამებიდან წარმოიქმნა. პირველი კაბები ძველ საბერძნეთში გაჩნდა: ეს იყო მხრებზე ქინძისთვებით დამაგრებული ქსოვილის ორი ნაჭერი, რომელიც წელზე დამატებით ქამრით მაგრდებოდა. ბიზანტიელები პირველები იყვნენ ვინც სახელოებიანი ტანსაცმელი შექმნა. თავიდან კაბას ატარებდა ყველა. შარვალი პრინციპში არსებობდა, მაგრამ ის უფრო მხედრების „სპეციალიზებული“ ტანსაცმელი იყო. (რომაელები შარვალს „ბარბაროსების“ კუთვნილებად თვლიდნენ). შარვალმა, კაბა მამაკაცების გარდერობში მასიურად შუა საუკუნეებში შეცვალა - სწორედ ეს დრო შეიძლება ჩაითვალოს კაბის თანამედროვე მნიშვნელობის დაბადებად.
მანეკენის ისტორია: ხის კერპიდან არტ-ობიექტამდე
ქალის გარდერობის საკუთრებად კაბა XV საუკუნის დასაწყისიდან იქცა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო კაბის ტრანსფორმაცია და გართულება - დაიწყეს კაბის დეკორირება. XVI-XVII საუკუნეებში მოდაში კორსეტები, ფუშფუშა კაბები და სახელოები შემოვიდა. მეთვრამეტე საუკუნეში თეატრალური ბაროკო უფრო მსუბუქმა როკოკომ შეცვალა კიდე ერთი საუკუნის შემდეგ მოდაში კვლავ უბრალო სილუეტი დაბრუნდა. კაბის კარკასები შემსუბუქდა, მაგრამ კრინოლინების და ტურნურების გამო კაბები საკმაოდ „მოუქნელი“ და რთული იყო.
რევოლუცია მეოცე საუკუნეში მოხდა, როცა ჯერ კაბა კორსეტისაგან, შემდეგ ქვედაბოლო ზედმეტი ფენებისაგან განთვისუფლდა, მერე კაბის სიგრძე დამოკლდა. წვივის გამოჩენა სენსაცია იყო, მაგრამ 1920 წლებში მოდაში მუხლამდე და ცოტა უფრო მოკლე კაბა შემოდის.
1926 წელს გაჩნდა კოკო შანელის ცნობილი პატარა შავი კაბა. 40-იან წლებში მოდაში იყო განიერი ქვედაბოლოები და ფანარი-სახელოები. მეორე მსოფლიო ომის დროს მუხლამდე სიგრძის, მართკუთხედი სილუეტის კაბებს ატარებდნენ. კრისტიან დიორის წყალობით ელეგანტურობა და შიკი მოდაში ომის შემდეგ new look-ის სტილთან ერთად დაბრუნდა. 50-იანებში კოქტეილის კაბები გაჩნდა, 60-იანებმა მინი კაბები მოიტანეს. 70-იანებმა ჰიპის და დისკოს სტილი. 80-იანებმა გეომეტრიული სილუეტი და პოპ-არტი. 90-იანი წლებიდან დაწყებული მოდა კაბებზე აღარ იყო ასეთი ერთმნიშვნელოვანი. ბოლო სამი ათეული წელი მოდური შეიძლება იყოს რეტრო სტილის და სრულიად თანამედროვე, გრძელი და სუპერმოკლე კაბები.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.