USD 2.6920
EUR 3.1502
RUB 3.1684
თბილისი
კაბა - ისტორია და ევოლუცია
თარიღი:  8246

დღეს როცა ვამბობთ „კაბა“ უპირველეს ყოვლისა მხედველობაში გვაქვს გარკებული ნივთი: ქალის გარდერობის ელემენტი. მაგრამ რამოდენიმე ათეული წლის წინ სიტყვა „კაბა“ ქალის და მამაკაცის ნებისმიერ სამოსს ნიშნავდა რომელსაც თეთრეულის ზევიდან ატარებდნენ. ოჟეგობის და უშაკოვის განმარ­ტებით ლექსიკონებში ორივე მნიშვნელობაა განხილული: კაბა - როგორც მხოლოდ ქალის სამოსი და კაბა როგორც ზოგადად ტანსაც­მლის კრებითი სახელი.

შეიძლება სიტყვის მეორე მნიშვნელობა დღეს მოძველებულად ჟღერს მაგრამ ჯერ კიდევ გამოიყენება... გასული საუკუნის დასაწყისში შეიძლება გენახათ მაღაზია წარწერით „ქალის და მანაკაცის კაბა“ - რა თქმა უნდა „კაბას“ გულისხმობდნენ როგორც სამოსს. მაგრამ თვისი არსებობის გარიჟრაჟზე კაბას -როგორც ერთიან სამოსს ქვედაბოლოთი და ზედა ნაწილით ატარებდნენ როგორც ქალები ისე მამაკაცები.

ითვლება, რომ კაბა ადრეული მოსასხამებიდან წარმოიქმნა. პირველი კაბები ძველ საბერძნეთში გაჩნდა: ეს იყო მხრებზე ქინძისთვებით დამაგრებული ქსოვილის ორი ნაჭერი, რომელიც წელზე დამატებით ქამრით მაგრდებოდა. ბიზანტიელები პირველები იყვნენ ვინც სახელოებიანი ტანსაცმელი შექმნა. თავიდან კაბას ატარებდა ყველა. შარვალი პრინციპში არსებობდა, მაგრამ ის უფრო მხედრების „სპეციალიზებული“ ტანსაცმელი იყო. (რომაელები შარვალს „ბარბაროსების“ კუთვნილებად თვლიდნენ). შარვალმა, კაბა მამაკაცების გარდერობში მასიურად შუა საუკუნეებში შეცვალა -  სწორედ ეს დრო შეიძლება ჩაითვალოს კაბის თანამედროვე მნიშვნელობის დაბადებად.

 

მანეკენის ისტორია: ხის კერპიდან არტ-ობიექტამდე

ქალის გარდერობის საკუთრებად კაბა XV საუკუნის დასაწყისიდან იქცა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო კაბის ტრანსფორმაცია და გართულება  - დაიწყეს კაბის დეკორირება. XVI-XVII საუკუნეებში მოდაში კორსეტები, ფუშფუშა კაბები და სახელოები შემოვიდა. მეთვრამეტე საუკუნეში თეატრალური ბაროკო უფრო მსუბუქმა როკოკომ შეცვალა კიდე ერთი საუკუნის შემდეგ მოდაში კვლავ უბრალო სილუეტი დაბრუნდა. კაბის კარკასები შემსუბუქდა, მაგრამ კრინოლინების და  ტურნურების გამო კაბები საკმაოდ „მოუქნელი“ და რთული იყო.

რევოლუცია მეოცე საუკუნეში მოხდა, როცა ჯერ კაბა კორსეტისაგან, შემდეგ ქვედაბოლო ზედმეტი ფენებისაგან განთვისუფლდა, მერე კაბის სიგრძე დამოკლდა. წვივის გამოჩენა სენსაცია იყო, მაგრამ 1920 წლებში მოდაში მუხლამდე და ცოტა უფრო მოკლე კაბა შემოდის.

1926 წელს გაჩნდა კოკო შანელის ცნობილი პატარა შავი კაბა. 40-იან წლებში მოდაში იყო განიერი ქვედაბოლოები და ფანარი-სახელოები. მეორე მსოფლიო ომის დროს მუხლამდე სიგრძის, მართკუთხედი სილუეტის კაბებს ატარებდნენ. კრისტიან დიორის წყალობით ელეგანტურობა და შიკი მოდაში ომის შემდეგ new look-ის სტილთან ერთად დაბრუნდა. 50-იანებში კოქტეილის კაბები გაჩნდა, 60-იანებმა მინი კაბები მოიტანეს. 70-იანებმა ჰიპის და დისკოს სტილი. 80-იანებმა გეომეტრიული სილუეტი და პოპ-არტი. 90-იანი წლებიდან დაწყებული მოდა კაბებზე აღარ იყო ასეთი ერთმნიშვნელოვანი. ბოლო სამი ათეული წელი მოდური შეიძლება იყოს რეტრო სტილის  და სრულიად თანამედროვე,  გრძელი და სუპერმოკლე კაბები.

 

 

თბილისი
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 3 100 გრძივ მეტრზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელ არხებში განთავსდა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„საგზაო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. გახოკიძის ქუჩაზე დარჩენილი იყო მცირე სამუშაოები, რაც დღეისთვის დასრულებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა იყო და ავტომობილით გადაადგილება დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა. პირველ რიგში, კომუნიკაციები განვაახლეთ. საგზაო ნაწილს რაც შეეხება, გახოკიძის ქუჩა სამ კილომეტრზე მეტია და დღეს ის სრულად მოწესრიგებულია. გარდა ამისა, კორპუსებთან არსებული ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს და 3 ჰექტარ ფართობზე პარკი მოეწყობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას. მათი მხარდაჭერით, 100-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. შედეგად, დიდი სივრცე გათავისუფლდა პარკისთვის. წლის ბოლოსთვის კონკრეტულ ობიექტზე ყველა ტიპის სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები; დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, დაიხაზა სავალი ნაწილი, ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები. ასევე, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, ქუჩაზე განხორციელდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები. გზის მიმდებარე თარგებში მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 1 260 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 13 010 კვ.მ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.
პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელეს.
მიხეილ გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების უფროსები, სამგორის რაიონის გამგებელი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.