USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
The New York Times: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის ახალი ეტაპი დაიწყეს
თარიღი:  531

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის ახალი ეტაპი დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი პენტაგონის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, თუმცა ძირითადი ძალები, რომლებიც კონტრშეტევაში ჩაერთვებიან, კვლავ რეზერვში რჩებიან.

ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებული ქვედანაყოფები შეეცდებიან წინ წასვლას სამხრეთით.

გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მთავარ პრობლემად რჩება დანაღმული ველები, საარტილერიო დაბომბვა და საოკუპაციო ძალების საჰაერო დარტყმები.

The New York Times

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის