უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის ახალი ეტაპი დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი პენტაგონის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, თუმცა ძირითადი ძალები, რომლებიც კონტრშეტევაში ჩაერთვებიან, კვლავ რეზერვში რჩებიან.
ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებული ქვედანაყოფები შეეცდებიან წინ წასვლას სამხრეთით.
გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მთავარ პრობლემად რჩება დანაღმული ველები, საარტილერიო დაბომბვა და საოკუპაციო ძალების საჰაერო დარტყმები.