USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „თურქეთის დემოკრატიას დაცვა ესაჭიროება: რითი ჰგავს რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს“
дата:  743

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „თურქეთის დემოკრატიას დაცვა ესაჭიროება: რითი ჰგავს რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს“. პუბლიკაციაში განხილულია თურქეთში ამ დღეებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის - სახალხო გამოსვლებისა და მიტინგების მიზეზები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი რეგულარულად აწყდება გამოწვევებს თავისი ავტოკრატული მმართველობის გამო, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ იგი იმარჯვებს იმ არცევნებში, რომელიც მას, ყველა წესისა და რიგის მიხედვით, აუცილებლად უნდა წაეგო. 2023 წელს მან უარყო პროგნოზები, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდებოდა, რომ მისი მმართველობის ხანგრძლივი პერიოდი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა და ამ დროს კვლავ გაიმარჯვა - პრეზიდენტობა კიდევ ხუთი წლის ვადით გაიგრძელა.

რეჯეფ ერდოღანი თურქეთს 2003 წლიდან ხელმძღვანელობს - იგი ხან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, ხან პრეზიდენტის პოსტი ჰქონდა დაკავებული. რეჯეფ ერდოღანს ბევრი აკრიტიკებდა (და აკრიტიკებს), მაგრამ მას ყოველთვის პოულობდა შესაძლებლობას, რომ მათი იმედები გაეცრუებინა და ხელისუფლებაში დარჩენილიყო. ასეთი პოლიტიკური დრეგრძელობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ თურქეთის ლიდერი და მისი პარტია მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

ბოლო დროს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ესარგებლა თავისი გავლენით ქვეყნის სასამართლო სისტემაზე - მისი ბრძანებით სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავეს (მთავარი ოპოზიციური ორგანიზაციის - სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრი). სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე ყოფილ მერს - კორუფციის, მექრთამეობისა და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით - პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანს ზედმეტი მოუვიდა და, როგორც იტყვიან ხოლმე, უკიდურესობაში გადავარდა: სტამბოლის მერის დაპატიმრებამ ქვეყნის უდიდეს ქალაქში საყოველთაო სახალხო მღელვარება გამოიწვია.

რეჯევ ერდოღანის ბევრი კრიტიკოსის აზრით, ასეთი მოქმედება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მმართველობის მეთოდებს ჰგავს - კრემლის ბინადარიც იგივენაირად ცდილობს გაუსწორდეს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს: მოახდინოს მათი დისკრედიტირება და მეტოქეები საპყრობილეში გაგზავნოს.

ექრემ იმამოღლუ ამას წინათ თურქეთის [ქემალისტურმა] სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ თავის კანდიდატად დაამტკიცა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთი შეხედვით, რეჯეფ ერდოღანის მოქმედება გაკვირვებას იწვევს:  მას, თურქეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენების უფლება აღარ აქვს... მაგრამ, როგორც ზოგიერთი მისი არაკეთილმსურველი მიუთითებს, სწორედ აქ ჩანს მისი კიდევ ერთი მსგავსება ვლადიმერ პუტინთან - რეჯეფ ერდოღანი, ალბათ, ფიქრობს, რომ მას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა და თავისი უფლებამოსილების გაგრძელება შეუძლია.

პრეზიდენტის გარემოცვა აცხადებს, რომ რეჯეფ ერდოღანს არაფერი შეხება არ აქვს სასამართლოსთან ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების თაობაზე - თურქეთში დემოკრატიული სასამართლო სისტემაა და მასზე პრეზიდენტის კონტროლი არ ვრცელდებაო, მაგრამ თურქებს მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის განცხადებებისა არ სჯერათ. აშკარაა, რომ სტამბოლის მერის დაპატიმრება სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.

თურქეთში მსგავსი სამოქალაქო მღელვარებები ადრეც ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ შემდეგ ჩაწყნარებულა. გლობალური დაძაბულობების ფონზე თურქეთისათვის სტაბილურობის შენარჩუნება აუცილებელია - ქვეყანა ნატოს წევრებს შორის მეორე ადგილზეა ტავისი სამხედრო ძლიერების - არმიის მრავალრიცხოვნებისა და თანამედროვე შეიარაღების მხრივ, ხოლო მის ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებია განლაგებული, ბირთვული იარაღის ჩათვლით.

თურქეთის ლიდერმა უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ იგი თავის ნატოელ დემოკრატიულ მოკავშირეთა ბანაკში რჩება, არ მიბაძავს თავის რუს კოლეგას - არ გაიზიარებს მოსახლეობის წინააღმდეგ მისი ბრძოლის ტაქტიკას და დროულად შეწყვეტს ძალადობას თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა პროტესტს ობიექტური საფუძველი აქვს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/opinion/2025/03/23/turkish-democracy-must-be-defended/

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати