USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
გოგი ლორთქიფანიძე - იქნებ ლუსტრაციის კანონმა მაინც გვითხრას, ვინ ვინ არის
дата:  1858

ყველგან აგენტებს ვეძებთ და ყველა ყველას აგენტს უძახის და იქნებ სხვა ქვეყნის გამოცდილება მაინც გამოგვადგეს და გავერკვეთ ბოლო-ბოლო ვინ-ვინ არის.

ლუსტრაცია  საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების დამნაშავედ აღიარებული რეჟიმის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ.  ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე.

1. ლატვიაში 1994 წელს მიღებული საარჩევნო კანონი პარლამენტის დეპუტატობის ყველა კანდიდატისგან მოითხოვდა წარედგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებული იქნებოდა მისი კავშირები (არსებობის შემთხვევაში) საბჭოთა ან სხვა საიდულმო ორგანიზაციებთან. კანონი აგრეთვე ეწინააღმდეგება პარლამენტის და მუნიციპალურ არჩევნებში ამ პირთა დარეგისტრირებას.

2. ბულგარეთში  კანონი ლუსტრაციის შესახებ, „პანევის კანონი“ კომუნისტური ეპოქის დასრულებისთანავე, 1992 წელს მიიღეს. კანონი ავალდებულებდა სახელმწიფო დაწესებულების ყველა მოხელეს წარედგინა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში  სამსახურებისა და პოზიციების ჩამონათვალი. შედეგად, 1994 წლისათვის 9000 საჯარო მოსამსახურე, სპეცსამსახურების 14000 თანამშრომელი და დიპლომატიური სამსახურის მესამედი სამსახურიდან გათავისუფლდა.

3. ლიტვაში 1998 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი სსრკ-ს ყოფილ სპეც-სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაში მყოფი პირების რეგისტრაციის, აღიარების, შეტყობინებისა და დაცვის შესახებ. კანონის მიხედვით, სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) ყოფილ თანამშრომლებს და სხვა საბჭოთა საიდუმლო სპეც-სამსახურების თანამშრომლებს უნდა შეეტყობინებინათ თავიანთი სტატუსის შესახებ სპეციალური კომისიისთვის. 1500-მდე ადამიანმა მიმართა კომისიას და მათი ვინაობა საიდუმლოდ დარჩა. კანონი ყოფილ სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) თანამშრომლებს უკრძალავდა იურიდიულ საქმიანობასა და ბანკში მუშაობას. ამასთანავე, უზღუდავდა კერძო სექტორში დასაქმებასაც.

4. ალბანეთის პარლამენტმა 2008 წელს მეორე კანონი მიიღო ლუსტრაციის შესახებ (Act. No. 10034, of 22 December, 2008), რომელიც ძალაში 2014 წლამდე დარჩა. კანონის მიხედვით, მოხდა ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებში დასაქმებულ პირების ლუსტრაცია.

ჩვენი კონსტიტუციის თანახმად საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25000 ამომრჩეველს.

გოგი ლორთქიფანიძე

სახალხო თვითმმართველობა

წყარო:სახალხო თვითმმართველობა

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати