USD 2.7496
EUR 3.1224
RUB 3.3301
12 °C
Tbilisi
ედვარდ მუნკის "კივილი" - ერთი სურათის ისტორია
Date:  10819

ექსპრესიონიზმის ფუძემდებლის, ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ერთ-ერთ საუკეთესო სურათის „კივილი“-ს შექმნას საინტერესო ისტორია აქვს.

 „კივილი“ - ცნობილი ნორვეგიელის ნამუშევართა სერიას წარმოადგენს. ამ ნაწარმოების ყველაზე ადრეული ვერსია 1893 წლით თარიღდება. სულ არსებოს „კივილი“-ს ოთხი ვერსია, აქედან სამი მუნკის სამშობლოში ინახება, მეოთხე კი 2012 წელს აუქციონზე რეკორდულ 119,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი არტ-გამოსახულება მსოფლიოში.

როგორ დაიბადა ამ ტილოს შექმნის იდეა...

1891 წელს მხატვარი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ეკებერგის მთის გადმოსახედზე, საიდანაც ოსლოს მშვენიერი ხედი იშლებოდა. საკუთარ დღიურში ის წერდა: „გზაზე მეგობრებთან ერთად მივდიოდი. მზე ჩადიოდა. უცებ ცა სისხლის ფერი გახდა. სევდამ შემიპყრო. ფიორდი და ქალაქი ალში იყო გახვეული. მეგობრებს ჩამოვრჩი. შიშისგან ვკანკალებდი და უცებ ბუნების კივილი გავიგონე“. ამ მომენტის მხატვრული ასახვა თავდაპირველად გახდა 1893 წლის ნახატი სახელწოდებით „სასოწარკვეთილება“. მიუხედავად ამისა, მუნკი აგრძელებდა ექსპერიმენტირებას და დახატა ახალი სურათი იგივე სახელწოდებით. ამ ნამუშევარზე მამაკაცის სახე ბევრად უფრო სევდიანი იყო.

მხატვარი სულ ახალ-ახალ ესკიზებს ხატავდა. ცოტა ხანში ცენტრალური ფიგურა ანდროგინური გახდა, პერსონაჟს კი, ღრმა მწუხარების გამომეტყველებით, თავი ხელებით უჭირავს.

1893-1910 წლებში მუნკი ამ ნახატის ახალ ვარიანტებს ქმნიდა - ასე გაჩნდა „კივილი“-ს ოთხი ვერსია, რომელიც ადამიანებზე საოცრად ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა.

სურათის უკანა პლანზე დაინახავთ ორ ფიგურას, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა ის, რასაც ძირითადი ფიგურა განიცდის. ცაში ნარინჯისფერი ჭარბობს, პეიზაჟი კი ნახევრად გამჭვირვალე სინათლითაა განათებული. ფუნჯის თითოეული მოსმით მუნკი ცდილობს გამოხატოს სევდა და სასოწარკვეთილება, რომელიც საკუთარ აპოგეას წინა პლანზე მდებარე ფიგურაში აღწევს.

„კივილი“ იმ ეგზისტენციალური უბედურების სიმბოლოდ იქცა, რომელსაც ადამიანი 19-20 საუკუნეების მიჯნაზე განიცდიდა; მის მარტოობას და გულგატეხილობას.

მკვლევრების ნაწილი თვლის, რომ „კივილი“ - ეს არის ბუნების სასოწარკვეთილება, რომელსაც მთავარი ფიგურა განასახიერებს. სხვები შედევრს უნიკალურ მიღწევას აწერენ: ხმის დაპყრობა ვიზუალური რითმის მეშვეობით. აქედან მოდის ერთ-ერთი მთავარი არტ-დებატი ამ ნახატის გარშემო - ყვირის ეს ფიგურა თუ მას ყვირილი ესმის?

 

tbilisi
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები გრძელდება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.
 
მუხიანის აგარაკებზე, რაჭის ქუჩაზე წყალარინების ქსელი, 848 გრძივ მეტრზე ეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 564 000 ლარი დაიხარჯება.
 
პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
 
გარდა ამისა, გამგეობა აგრძელებს მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც. კერძოდ, ბორჯომის, ნეკრესის, დაისის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, დაახლოებით 26 600 კვ.მ ფართობზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way