USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Тбилиси
დრონი და ადამიანები - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო მოხელეები 1950-90 წწ.
дата:  1979

ნებისმიერი ქვეყანა თავისი განვითარების  ყველა ეტაპზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებზე დგას, მით უფრო ჩვენი ტიპის ქვეყნები, სადაც პიროვნებას  განსაკუთრებული  როლი აქვს. 

 ჩვენი ისტორია სავსეა ღირსეული ადამიანებით, რომლებიც   ქართული სახელმწიფოს იდენტობას და ერის გენეტიკურ მეხსიერებას ქმნიდნენ.

სწორედ ამ ადამიანების მოსაგონად და მათი ღვაწლის შთამომავლობისთვის გასაცნობად „თბილისი პოსტი“ იწყებს რუბრიკას „დრონი და ადამიანები.“ რუბრიკის ფარგლებში შემოგთავაზებთ  ამონარიდებს ბ-ნი გია ჩაჩანიძის ამავე სახელწოდების წიგნიდან. ბატონმა გიამ შეკრიბა 1950-1990-იან წლებში მოღვაწე  სახელმწიფო მოხელეების - ცენტრალური კომიტეტის მდივნების, განყოფილების გამგეების, საქალაქო თუ რაიონული კომიტეტების პირველი პირების, მინისტრთა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, პროფსაბჭოსა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების, მინისტრების, სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეების, მთავარი სამმართველოს უფროსების ბიოგრაფიები და ერთ საინტერესო გამოცემაში გააერთიანა.

ჩვენს მკითხველებს ვთხოვთ თუ მათ ექნებათ შენიშვნები და დამატებები, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ შევიტანთ შესწორებებს მათთვის საინტერესო პიროვნებების ბიოგრაფიებში.

წლებში იყო საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, 1936-40 წლებში  ულიანოვკის მტს-ს დირექტორი. 1940 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო 1941 წლის მარტში საქართველოს კომპარტიის სიღნაღის რა- იკომის პირველ მდივნად, სადაც მუშაობდა 50-იანი წლების პირველ ნახევრამდე.

ალავიძე გიორგი არტემის ძე

დაიბადა 1902 წელს ფოთში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი სწავლული მებაღე-აგრონომის სპეციალობით.

აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო. 1927 წელს ცხაკაიას რაიონის სოფ. ფოცხოს გლეხი-ახალგაზრდობის სკოლის გამგედ, შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა იმავე რაიონის სოფ. მარნის სკოლაში, ასწავლიდა სუბ- ტროპიკულ კულტურებს და ბიოლოგიურ საგნებს ცხაკაიას სოფლის მეურნეობის ტექნიკუმში.

1931 წელს დაინიშნა სსრ კავშირის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ქობულეთის სუბტროპიკული ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ სასწავლო ნაწილში; 1932 წელს  ქობულეთის „ლიმონტრესტის” სუბტროპიკული სასწავლო-საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, ამავე დროს იყო „ლიმონტრესტის” სისტემის საბჭოთა მეურნეობების ქობულეთის ჯგუფის აგრონომ-ინსპექტორი.

1934 წელს დაინიშნა სსრ კავშირის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის „ლიმონტრესტის” ცენტრალურ აპარატში უფროსი აგრონომის თანამდებობაზე. იმავე წელს მთავრობის დავალებით გაიგზავნა აშშ-ში ციტრუსების აგროტექნიკის წარმოების, გადამუშავე- ბისა და რეალიზაციის საკითხების შესასწავლად.

1938 წლიდან იყო საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, 1945 წლიდან  საქართველოს ტექნიკური კულტურების სახალხო კომისარი, 1947 წლიდან საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრი, შემდეგ ტექნიკური კულტურების მინისტრი, საქართველოს სსრ საბჭოთა მეურნეობების მინისტრი, ხოლო 1957 წლიდან კვლავ საქართველ;ოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა. 1958 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით მიავლინეს იტალიაში ლიმონისა და ფორთოხლის პერსპექტიული ჯიშების შესასწავლად.

1959 წლიდან გ. ე. ალავიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი მეთაურობით დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა ნიადაგების გაკულტურების, წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა ღონისძიებები.

 

ალავიძე გიორგი ერმალოზის ძე

დაიბადა 1903 წელს ორჯონიკიძის (ხარაგაული) რაიონის სოფ. იგოეთში. ზესტაფონის ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1924 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად, შემდეგ გადაიყვანეს კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე.

1929 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სასწავლებლად მიავლინა მოსკოვის წყალთა მეურნეობის საინჟინრო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო „თბილჰიდროპროექტში” ჯერ მთავარი ინჟინრის მოადგილედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ და დირექტორად.

1941-55 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი სათბობისა და ენერგეტიკული მრეწველობის დარგში, საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი, საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, კვების მრეწველობის მინისტრი, ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები საქართველოს სსრ ხორცისა და რძის მრეწველობის, საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროებში.

1955 წლიდან მუშაობდა „საქჰიდროენერგომშენის” სისტემაში, იყო „ხრამჰეს 2”-ის მშენებლობის უფროსი, თბილისის სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორი, პენსიაში გასვლამდე კი ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა „საქჰიდროენერგომშენის” ტრესტში.

ალავიძე ვილენ ისიდორეს ძე

დაიბადა 1937 წელს. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1960 წლიდან მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად. 1963 წელს აირჩიეს კომკავშირის თბილისის ოქტომბრის რაიკომის პირველ მდივნად; შემდგომ წლებში იყო კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი; 1971-72 წლებში — პირველი მდივანი. 1972 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორად. 1973-75 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის ლენინის რაიკომის პირველი მდივანი; 1975 წლიდან  სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1979 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად. 1985 წლიდან გადავიდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგედ. 1986 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1988 წლიდან  საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1989-90 წლებში სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

 

ალანია სოკრატ ნიკოლოზის ძე

დაიბადა 1910 წელს გუდაუთის რაიონის სოფ. ლიხნში. იქვე დაამთავრა დაწყებითი სკოლა, სოხუმში  საშუალო სკოლა, ხოლო 1934 წელს  თბილისში სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო ინსტიტუტი.

1932-35 წლებში იმყოფებოდა კომკავშირულ სამუშაოზე იყო სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო ინსტიტუტის კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი, საქართველოს კომკავშირის ოჩამჩირის რაიკომის მდივანი, საქართველოს ალკკ აფხაზეთის სა ოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი სოფლის მეურნეობის დარგში. 1935-54 წლებში მუშაობდა აფხაზეთის მიწათმოქმედების ორგანოებში, ხოლო 1954 წლიდან იყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო-საგეგმო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1958 წლიდან ს. ნ. ალანია მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული ორგანოების განყოფილების პასუხისმგებელ ორგანიზატორად, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს დამზადების სამმართველოს უფროსად, სოხუმის კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ტერიტორიული სამმართველოს უფროსად, ოჩამჩირის კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების საწარმოო სამმართველოს უფროსად, 1965 წლიდან საქართველოს კომპარტიის გუდაუთის რაიკომის პირველ მდივნად, ხოლო 1967 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე.

 

ალახვერდიევი აჯიბაგირ აჯი-ოღლი

დაიბადა 1947 წელს.

დაამთავრა აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.

1973-80 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანში, 1980 წლიდან  საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საწარმოს მექანიკოსად, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს „საქსოფლმშენინდუს ტრიის” ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ  ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორად; 1985 წლიდან პარტიის მარნეულის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ.

1986-87 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების ინსტრუქტორი, 1987-88 წლებში  საქართველოს ნავთობპროდუქტების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

ალექსიძე ალექსანდრე დიმიტრის ძე

დაიბადა 1937 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1963 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლად, დოცენტად, კომკავშირის კომიტეტის მდივნად. 1969-71 წლებში იმყოფებოდა საფრანგეთში, სტრასბურგის უნივერსიტეტში კითხულობდა საბჭოთა კავშირის ხალხთა კულტურის, ქართული ცივილიზაციის ისტორიის კურსს.

1973 წლიდან ა. დ. ალექსიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტკომის მდივანი, 1974 წლიდან  თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის რექტორი, 1976-81 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე.

1981 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. იყო მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.

 

ანანიაშვილი ფარნაოზ ანანიას ძე

დაიბადა 1924 წელს თბილისში.

1942-45 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში, მონაწილეობდა სამამულო ომში.

1947 წლიდან მუშაობდა საფინანსო ორგანოებში, მიიღო უმაღლესი ეკონომიკური განათლება, გახდა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. იმყოფებოდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, 1956 წლიდან იყო საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1962 წელს გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სავაჭრო-საფინანსო და საგეგმო ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, ხოლო 1963 წლის იანვარში  საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პარტიულ- სახელმწიფო კონტროლის კომიტეტში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა საგეგმო და საფინანსო ორგანოთა განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ  იმავე განყოფილების გამგედ.

1965-68 წლებში ფ. ა. ანანიაშვილი იყო საქართველოს სსრ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 1968-72 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ვაჭრობის, საგეგმო და საფინანსო ორგანოების განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების გამგე; 1972-80 წლებში საქართველოს სსრ ფინანსთა მინისტრი.

პარტიული ცვლილებების შემდეგ, 1993 წელს იგი კვლავ დანიშნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრად, სადაც მუშაობდა მცირე ხნით.

ანდრიაძე ირაკლი ონისიმეს ძე

დაიბადა 1930 წელს.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ.

1953-1967 წლებში მუშაობდა რუსთავსა და ჭიათურაში — საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ რკინაბეტონის ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „საქმშენინდუსტრიის“ მთავარ ინჟინრად.

1967-1968 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე. 1968-1972 წლებში იყო საქართველოს მშნებლობის სამინისტროს ტრესტ „მშენინდუსტრიის“ მთავარი ინჟინერი.

1972-1974 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა“, შემდეგ — სადოქტორო დისერტაცია. მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა.

1971-1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებულ აქვს სამეცნიერო შრომები და სამი სახელმძღვანელო სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის.

1974-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად.

1980-1985 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი.

1985-1987 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი:

1987-1991 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.

1991 წლიდან თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი.

1992-2003 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

1992-1996 წლებში იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი. 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის „წმინდა ნინოს“ მონუმენტის აღმართვას.

საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს „XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის“ წოდება (2000), მედალი „თბილისის ერთგულება“, საქართველოს პრეზიდენტის სიგელი „ერის გამორჩეული მოღვაწე“ (2002).

წინა სტატია

გაგრძელება იქნება

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати