USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
დემოკრატიის ამერიკული ფორმულა
Date:  1626

გიორგი გურულის ბლოგი

დემოკრატიის ამერიკული ფორმულა "თვითოეული მოქალაქის თავისუფლება არის წინაპირობა ყველა მოქალაქის თავისუფლების".
აშშ–ი წარმოუდგენელია რომ ყოვლისშემძლე პრეზიდენტმა ან გუბერნატორმა დანიშნოს ან მოხსნას მერი ან შერიფი ნებისმიერ პროვინციულ ქალაქში, ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში და ა.შ და ა.შ..
აშშ–ში მოქმედებს ათასობით პარტია, არასამთავრობო ორგანიზაციები, კლანები, კოოპერატივები, კლუბები, კომიტეტები, სექტები, თემები და მუნიციპალიტეტები. ყველა ეს ორგანიზაცია მოქმედებს თვითმმართველობის პრინციპების დაცვით და საკუთარი შიგა კონსტიტუციის მიხედვით..
ამჟამად აშშ–ის მოქალაქეების 70%–ი ასეთი ასოციაციების და ორგანიზაციების წევრია, ხოლო 50%–ზე მეტი აქტიურად მონაწილეობს ორი ან მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში.
მოქალაქეთა ასეთი ტიპის ჯგუფებისა და ასოციაციების ქსელი ყოველდღიურად ფუნქციონირებს და მათი მიზანია - შექმნან პირობები მოქალაქეების და მათი ჯგუფების თვითრეალიზაციის, შეხედულების გამოხატვის და ინიციატივების განხორციელებისათვის.
და ჩვენთან რა ხდება ამ მხრივ?
არაფერი... მხოლოდ მკაცრად შემოფარგლული ზონა (თავისუფალი თუ არა თავისუფალი) და ამ ზონის შიგნით მოფარფატე ყველაფრისმცოდნეები.... რომელთაც ხელი მიუწვდებათ უცხოურ დაფინანსებაზე...
და რატომ ხდება ასე?
იმიტომ რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი ფინანსური რესურსი და ორგანიზებული სივრცე, რომელთა ერთობლიობა საშუალებას მისცემს ყველა მსურველს რეალიზება გაუკეთოს თავის სამოქალაქო აქტიობას...
ამ პრობლემის გადაჭრა კი ადვილად შეიძლება, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.

მოგეხსენებათ, ყველა იდეის განხორციელებას გარკვეული ფინანსური საფუძველი სჭირდება. დღეს საქართველოში სამოქალაქო აქტივობის დაფინანსება მხოლოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ხდება და მიუხედავად ჩვენი მათადმი პატივისცემისა, ხშირად მათი გამჟღავნებული პროირიტეტები და ინტერესები ვერ მოდიან თანხვედრაში, ჩვენი საზოგადოების რეალურ ინტერესებთან და პრიორიტეტებთან. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ქვეყნისთვის საშური პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვება.Картинки по запросу

აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნება ქვეყნის მოქალაქეებმა თვითონ მოახდინონ იმ სამოქალაქო აქტივობების დაფინანსება, რომელთა განხორციელება მათი აზრით საჭირო იქნება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.

მაგალითები ვისაც გაინტერესებთ გადახედეთ აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირა ქვეყნების გამოცდილებას.

ამ ქვეყნების პრაქტიკა გვეუბნება, რომ  საგადასახადო კანონმდებლობაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადების 1% აკუმულირდეს სპეციალურ ფონდში, რომლიდანაც შემდგომ დაფინანსდებიან არაკომერციული ორგანიზაციები. ამავდროულად გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება, სურვილის მიხედვით ეს თანხა მიმართოს იმ კონკრეტული ორგანიზაციის ბიუჯეტში, რომელსაც ენდობა და რომელსაც მხარს უჭერს.

საინტერესოა პოლონეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების განაწილება: - 40%-ს ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს გრანტებს, 40%-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; 15%-ი ფინანსდება თვითონ მოქალაქეების მიერ ( კანონი - 1%-ი) და მხოლოდ 4-5%-ია უცხოური ორგანიზაციების დაფინანსება !!!

 ჩვენთანაც იყო მცდელობა საკანონმდებლო დონეზე დაძრულიყო ეს პროცესი, მაგრამ კანონპროექტი საკმაოდ მაღლა შემოიდო თაროზე და დავიწყებას მიეცა...რატომ? იმიტომ ... სამოქალაქო განათლების დაბალი დონე არის ერთდროულად მიზეზიც და შედეგიც ყველა იმ პრობლემისა, რის წინაშეც დგას დღეს საქართველო.

ხოლო ამერიკული დემოკრატიის ფორმულა სხვანაირადაც ითარგმნება - წარმატებული ქვეყნის უმთავრესი მაჩვენებელი საშუალო შეძლების, კარგად ინფორმირებული და მაღალი სამოქალაქო განათლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობაა. სამწუხაროდ, დღეს ასეთი მოქალაქეების რიცხვი კატასტროფიულად მცირეა საქართველოში.

 

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way