USD 2.7274
EUR 2.9639
RUB 3.0112
თბილისი
"იბერიელი მგლები" რომში - ქართულმა ხრიდოლმა იტალიელები განაცვიფრა
თარიღი:  2193
21 აპრილს იტალიაში, ქალაქ რომში საერთაშორისო ფესტივალ Natale DI ROMA "ნატალე დი რომა" -ზე ქართულ საბძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია ხრიდოლი წარსდგა საჩვენებელი გამოსვლით.
 
ქართველი ემიგრანტები წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რომ ხრდილის ჯგუფს მონაწილეობა მიეღო რომის ფესტივალში.
 
იტალიელი ქართველების მხრიდან ამ საქმეს თაობდა ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ემიგრანტი და საზოგადო მოღვაწე, ირაკლი სოსელია.
 
სამწუხაროდ აქამდე, სხვადასხვა მიზეზით, პირველ რიგში ფინანსების არ ქონის გამო, ხრიდოლის ჯგუფი ვერ გაემგზარვა რომის ფესტივლაზე.
 
წელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით შესაძლებელი გახდა ხრიდოლის ჯგუფის გამგაზავრება რომში.
 
გარდა ამისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაზრდილი დაფინანსების წყალობით გააორმაგა ფესტივალში მონაწილე ხრიდოლის მებრძოლთა რაოდენობა.
 
ხრიდოლის ჯგუფის შეიარაღება-აღჭურვილობის განახლება და ტრანსპორტირება განახორციელა ასოცოაცია "წინაპარმა".
 
ხრიდოლის ჯგფის გამოსვლამ დიდი აღტაცება გამოიწვია მასპინძლებში, ფესტივალის სტუმრებში და ქართველ ემიგრანტებში.
 
იტალიის ქართველობა დიდ სითბოსა და მხაედაჭერას იჩენდა ხრიდოლიონების მიმართ. ამაყობდნენ იმით, რომ ხრიდოლის ჯგუფის კონტაქტური საბრძოლო-საჩვენებელი გამოსვლა მკვეთრად განსხვავდებოდა დანარჩენი ქვეყნების თეატრალიზებული უკონტაქტო საჩვენებელი გამოსვლებისგან.
 
აღსანიშნავია, რომ 
ქართველები რომში, ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის მაურიციო ბონინის ობიექტივში მოხვდნენ, რომელიც თავის სოციალურ ქსელში, რომის ქუჩებში ქართული საბრძოლო ხელოვნების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
ბიზნესი
ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - ზრდა რუსეთში რეკორდულმა გაყიდვებმა განაპირობა

4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდული ღვინის მოცულობამ კი 45 139 ტონა შეადგინა.

საქართველოს $1 მილიარდ 763 მილიონიან ექსპორტში, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მთლიანი ექსპორტის 7.2% მოდიოდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ღვინის ექსპორტზე 4% მოდიოდა.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. თუმცა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში გაყიდვების ზრდით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში რუსეთზე ღვინის ექსპორტის 78.6% მოდიოდა. რუსეთში ღვინის ექსპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 37 045 ტონა ღვინის გაყიდვით საქართველომ 99,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 90.1%-ით, მოცულობა კი 94.4%-ით გაიზარდა. ამასთან რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა 2023 წელს ჯამურად რუსეთში გაყიდული ღვინის მოცულობის ნახევარს აღემატება. (2023 წლის ექსპორტი 168.3 მლნ დოლარი, 62 282 ტონა ღვინო). ღვინის გაყიდვის ასეთი ზრდას მეღვინეები რუსეთში ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე აქციზის გადასახადის ზრდით ხსნიან. მეღვინეების ნაწილი განმარტავდნენ, რომ მწარმოებლები პირველ ოთხ თვეში ამ ბაზარზე წლიური რეალიზების 80%-მდე გატანას შეეცდებოდნენ.

იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი მცირედით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ პერიოდში EU-ში 10 მილიონ 217 ათასი დოლარის ღირებულების 3 249 ტონა ღვინო გაიყიდა. ზრდა ღირებულებაში - 13%, მოცულობაში კი 13.7%-ია. ღვინის ექსპორტში ევროკავშირს მცირე - 8%-იანი წილი უჭირავს.

ღვინის გაყიდვებს თუ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის რეალიზება რუსეთში, პოლონეთში, ყაზახეთში, აშშ-ში გაიზარდა, ხოლო უკრაინაში, ჩინეთში, ბელარუსში, ლატვიასა და ლიეტივაში შემცირდა.

ყურძნის ნატურალური ღვინოების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:

  1. რუსეთი - $99.5 მლნ, 37 045 ტონა;
  2. პოლონეთი - $4.9 მლნ, 2 006 ტონა;
  3. უკრაინა - $3.9 მლნ, 1 415 ტონა;
  4. ყაზახეთი - $2.9 მლნ, 893 ტონა;
  5. ჩინეთი - $2.2 მლნ, 633 ტონა;
  6. აშშ - $2.1 მლნ, 363 ტონა;
  7. გერმანია - $2 მლნ, 452 ტონა;
  8. ბელარუსი - $1.8 მლნ, 640 ტონა;
  9. ლატვია - $1.1 მლნ, 314 ტონა;
  10. ლიეტუვა - $664 ათასი, 197 ტონა.

წყარო: https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.