USD 2.8362
EUR 2.9687
RUB 3.1240
Tbilisi
„დანკინი“ საქართველოში მე-80 ამერიკულ რესტორანს ხსნის
Date:  

„დანკინმა“ ქ. თბილისში, პეკინის გამზირ #15-ში, რიგით მე-80 რესტორანი გახსნა. მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე ახალი რესტორნები ბათუმში, თელავსა და ბაკურციხეშიც გაიხსნება. საქართველოში არსებულ „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებში ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად უკვე 40 000-მდე ჭიქა ყავას დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში მიირთმევს. ქსელის განვითარების კვალდაკვალ, „დანკინი“ ქვეყანაში ყავისა და ყავის პროდუქტების ყველაზე მსხვილი რეალიზატორის პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს.

„„დანკინისა“ და „ვენდის“ ფორმატში საქართველოში უკვე 96 ამერიკული რესტორანი ფუნქციონირებს და მათი რაოდენობა 3-4 წლის განმავლობაში 150-ს მიაღწევს. შესაბამისად, ადგილობრივ სარესტორნო ინდუსტრიაში, „ვისოლ ჯგუფს“ მკვეთრად გამოხატული ლიდერის პოზიცია უკავია და მომავალი წლების განმავლობაში ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება. აღნიშნული მიმართულება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფინანსური კუთხით საინტერესო მიმართულება გახდა და, აქედან გამომდინარე, ამ სექტორში პოზიციების შემდგომი გაძლიერება ჯგუფის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „დანკინის“ ყავა მართლაც გამორჩეული და უნიკალურია და, ვფიქრობ, ამიტომაც შეიყვარა იგი მომხმარებელმა. ამასთან, როგორც ხარისხის პარამეტრებით, ასევე გემოვნური თვისებებით მას არც „ვენდის“, ასევე იტალიური წარმოშობის ყავა ჩამოუვარდება. რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს ჩვენი ჯგუფის ორივე სარესტორნო ქსელში, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და მუდმივად იქნება მომხმარებლისთვის ყოველდღიურად ახალი, საქართველოში დამზადებული კერძებისა და პროდუქტების შეთავაზება. ეს უკანასკნელი ჩვენი სტრატეგიული არჩევანია და ეს არჩევანი არასოდეს არ გადაიხედება. აქვე, მოკრძალებულად დავამატებ, რომ საქართველოს „დანკინსა“ და „ვენდისში“ არსებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რესტორნების ერგონომიკა და შესაბამისად მომხმარებლის მიერ მიღებული გამოცდილება სრულიად უნიკალურია და მისი ანალოგი სხვა ქვეყნებში თითქმის არ მოიპოვება“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

“დანკინის“ რესტორნების მთლიან ქსელს ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად ფუნქციონირებს. "დანკინის" ავტომატიზებული საწარმო უმაღლესი ხარისხის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და იგი ყოველდღიურად ახალი, 60-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საქმიანობის ქვაკუთხედია ერთგულ მომხმარებლებს გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და გამორჩეული ხარისხის, ყოველდღიური ახალი, გაუყინავი პროდუქტი შესთავაზოს.

2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“-მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი. „Inspire Brands Inc“ -ს, მსოფლიოს მასშტაბით, სარესტორნო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უკავია.

sport
ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება

„თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწია, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება“, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა განაცხადა და „ბაკურიანი 2025“ შეაჯამა.

კაპრალოსმა ოლიმპიადის შეფასება მადლიერების გამოხატვით დაიწყო და ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში ორგანიზატორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

„ძალიან ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ გვყავს მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები, მოხალისეები, ვინც ფესტივალის ყველა მონაწილის ცხოვრება გაალამაზა. ჩვენ საქართველოში გავატარეთ მთელი კვირა, 7 შთამბეჭდავი დღე და ბედნიერები ვართ - ჩვენ, დელეგაციები, რომ ასეთი ფანტასტიკური შეჯიბრებები ჩატარდა. სრულყოფილი პირობები იყო შექმნილი – ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება!“ - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.

„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს გაიხსნა. 16 თებერვალს გამართულ ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე, დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას – რუმინეთს გადაეცა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2027 წელს, ქალაქ ბრაშოვში ჩატარდება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way