USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
დაჩი ხუციშვილი-შოტლანდიაში მცხოვრები ინჟინერი
Date:  1601
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ რუსთავში. ისევე, როგორც უმრავლესი ბავშვისთვის, ჩემი ოცნებაც პროფესიული ფეხბურთის თამაში იყო. არ დაგიმალავთ და ცუდად ნამდვილად არ გამომდიოდა—17 წლამდე ნაკრებშიც კი ვიყავი გამოძახებული. 18 წლის რომ გავხდი, ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთში დიდი ხნის იმიგრირებულ მამასთან და ძმასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად . მალევე შოტლანდიის პრემიერ ლიგის გუნდში გავაფორმე კონტრაქტი და საცხოვრებლადაც შოტლანდიაში გადავედი. ასაკიდან გამომდინარე, ჩემი საფეხბურთო კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც მე წარმომედგინა. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების დრო დადგა. დავიწყე ფიქრი მომავალზე, სწავლაზე, პროფესიაზე.
 
პირველ რიგში თვალი გადავავლე ტექნიკურ პროფესიებს. ვინაიდან სკოლაში მათემატიკა და ფიზიკა ყველაზე მეტად მიყვარდა, არჩევანი შევაჩერე ედინბურგის ნეპიერის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე . პირველი ორი კურსი ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როგორც სტუდენტს, ყველანაირი მხარდაჭერა მქონდა ლექტორებისგან, რათა გადამელახა ჩემს წინაშე წარმოქმნილი ყველა გამოწვევა .
დიდ გამართლებად და წარმატებათაც მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მესამე კურსზე, ჩემი უნივერსიტეტის და “British Council” მხარდაჭერით, ბრიტანეთში ერთადერთმა სტუდენტმა მოვიპოვე სტაჟირების უფლება მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდის —“ჩანაქკალე 1915” მშენებლობაში, თურქეთში. ფაქტობრივად 4 თვე ვცხოვრობდი სამშენებლო ობიექტზე. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული პროფესიული გამოცდილება, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა პროფესიული არჩევანის სისწორეში.
 
ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გავაგრძელე ლიდსის უნივერსიტეტში, რომელიც დიდი ბრიტანეთის უდიდესი უნივერსიტეტების( რასელ ჯგუფის) რიცხვში შედის. აქ მე აღმოვჩნდი,საინჟინრო მეცნიერების ისეთი კორიფეების გვერდით,რომლებიც მსოფლიოს ინდუსტრიას ქმნიან.
 
დღეს ვმუშაობ ედინბურგის “RSK Group” ში სამოქალაქო/კონსტრუქტორ ინჟინრად.“RSK Group” -ი მსოფლიოში ერთ -ერთი წამყვანი კომპანიაა და ეს მაძლევს საშუალებას, რომ ვიმუშაო საერთაშორისო პროექტებზე. პარალელურად, აქტიურად ვარ ჩართული“Institution of civil engineer (ICE)”-ის საქმიანობაში. ვარ ამ ორგანიზაციის წევრი და ედინბურგის განყოფილების ვიცე-თავჯდომარე. ეს სფერო ჩემთვის არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წმინდა პროფესიული პრაქტიკული საქმიანობა. “Institution of civil engineer (ICE)“ ეგიდით პოპულარიზაციას ვუწევთ საინჟინრო სფეროს, ვეხმარებით სტუდენტებს დასაქმებაში, დავდივარ უნივერსიტეტებში სადაც პოპულარიზაციას ვუწევ საინჟინრო სფეროს, ვაწყობთ შეხვედრებს დარგში წარმატებულ ადამიანებთან, ვატარებთ ტრენინგებს.
 
ბრიტანეთში საინჟინრო პროფესიის განვითარება ფასდება ეგრეთ წოდებული ‘Chartership’ -ით რომელიც წარმოადგენს უმაღლესი საინჟინრო კომპეტენციის დამადასტურებელ სტატუს. ისევე, როგორც ყველა ინჟინერი, ჩემი მიზანიც ამ წოდების მიღებაა,რომლის თითქმის ნახევარი უკვე დაფარული მაქვს.
 
ყველა უნარჩვევასთან ერთად, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, დღეს ადამიანს შეეძლოს სწრაფი ადაპტირების უნარი და სიახლეების ადვილად ათვისება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. ძალიან მინდა აქ დაგროვებული ჩემი ცოდნა-გამოცდილება და ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმარო. ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ წარმატებას და თავისი მიზნების ასრულებას. მთავარია არ დაგავიწყდეთ , რომ “Where there's a will, there's a way - სადაც არის ნება, იქ გამოსავალიც მოიძებნება”.
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way