USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ანტონიო გუტერეში - კოვიდ-19-ი მაღვიძარას ზარია, რომ ქვეყნების ეკონომიკები და საზოგადოებები გარდაიქმნან
თარიღი:  996

კოვიდ-19-ის კრიზისი მაღვიძარას ზარია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყნების ეკონომიკებისა და საზოგადოებების ისე გარდაქმნა, რომ მომავალში ისინი უფრო მეტად ინკლუზიურები გახდნენ.

„კოვიდ-19-ის კრიზისი მაღვიძარას ზარია, ქვეყნების ეკონომიკები და საზოგადოებები ისე უნდა გარდაიქმნან, რომ მომავალში ისინი უფრო სამართლიანები და ინკლუზიურები გახდნენ“, - განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აუცილებელია ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

”მომავალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ვაქცინა ხალხისთვის“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის