კოვიდ-19-ის კრიზისი მაღვიძარას ზარია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყნების ეკონომიკებისა და საზოგადოებების ისე გარდაქმნა, რომ მომავალში ისინი უფრო მეტად ინკლუზიურები გახდნენ.
„კოვიდ-19-ის კრიზისი მაღვიძარას ზარია, ქვეყნების ეკონომიკები და საზოგადოებები ისე უნდა გარდაიქმნან, რომ მომავალში ისინი უფრო სამართლიანები და ინკლუზიურები გახდნენ“, - განაცხადა გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აუცილებელია ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
”მომავალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ვაქცინა ხალხისთვის“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.