USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
18 მარტი - ეს დღე ისტორიაში
Date:  752

18 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 77-ე დღე (ნაკიან წლებში – 78-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 288 დღე.

დღის მოვლენები

1438 : ალბერტ II გერმანიის მეფე გახდა.

1850 : დაარსდა ფირმა ამერიკან ექსპრესი.

1871 : პარიზში დაიწყო აჯანყება. შეიქმნა პარიზის კომუნა.

1913 : საბერძნეთის მეფე გეორგიოს I მოკლულ იქნა ქ. სალონიკში .

1921 : პოლონეთმა და სსრკ-მა დადეს ზავი. დასრულდა პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომი.

1922 : ინდოეთში დააპატიმრეს მოჰანდას განდი.

1925 : სსრ კავშირში მიღებულ იქნა კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ.

1940 : ჰიტლერი და მუსოლინი ბრენერის უღელტეხილთან შეხვდნენ.

1965 : რუსი კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი პირველი გავიდა ღია კოსმოსში.

1990 : აღმოსავლეთი გერმანია პირველ თავისუფალ არჩევნებს ატარებს 1932 წლის შემდეგ.

2011 : ლიბიის საპროტესტო აქციები: გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოაფრიკული სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვისა და მოსახლეობის დასაცავად „ყველა საჭირო ღონისძიების“ ჩატარების თაობაზე.

2012 : გერმანიის ფედერალურმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად იოახიმ გაუკი აირჩია.

ამ დღეს დაბადებულნი

1496 : მარია ტიუდორი — საფრანგეთის დედოფალი (1514–1515)

1555 : ფრანსუა დე ვალუა — საფრანგეთის მეფე ანრი II -ის და ეკატერინე მედიჩის შვილი

1609 : ფრედერიკ III — დანიისა და ნორვეგიის მეფე (1648–1670)

1660 : ჯორჯ I — დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე (1714–1727)

1782 : ჯონ კელჰუნი — აშშ-ის პოლიტიკოსი

1830 : დანიელ ჭონქაძე — ქართველი მწერალი

1837 : გროვერ კლივლენდი — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი (1885-–1889) და (1893–1897)

1842 : სტეფან მალარმე — ფრანგი პოეტი

1844 : ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი — რუსი კომპოზიტორი

1864 : თოროს თორამანიანი — სომეხი არქიტექტორი და არქეოლოგი

1869 : ნევილ ჩემბერლენი — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1937–1940)

1871 : რეჯინალდ ოლდუორთ დეილი — კანადელ-ამერიკელი გეოლოგი და პეტროგრაფი

1872 : ილია ზურაბიშვილი — ქართველი მწერალი

1886 : კურტ კოფკა — გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი.

1896 : ლადო გუდიაშვილი — ქართველი ფერმწერი

1901 : ჯუზეპე სანტაგოსტინო — იტალიელი ფეხბურთელი

1904 : სრეჩკო კოსოველი — სლოვენი პოეტი

1905 : დავით ლორთქიფანიძე — ქართველი მეცნიერი

1907 : იაკობ ჯუღაშვილი — ქართველი სამხედრო მოღვაწე

1913 : ვერნერ მელდერსი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე

1914 : დავით იმნაიშვილი — ქართველი ენათმეცნიერი

1919 : ელიზაბეთ ენსკომი — ბრიტანელი ფილოსოფოსი.

1928 : ფიდელ რამოსი — ფილიპინების პრეზიდენტი (1992–1998)

1929 : შოთა ნიშნიანიძე — ქართველი პოეტი.

1932 : ჯონ აპდაიკი — ამერიკელი მწერალი

1936 : ფრედერიკ დე კლერკი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1989–1994)

1937 : სოსო ჩხაიძე — ქართველი კინორეჟისორი

1938 : შაში კაპური — ინდოელი მსახიობი.

1941 : თამაზ ბათიაშვილი — ქართველი მევიოლინე და პედაგოგი

1949 : ალექს ჰიგინსი — ჩრდილოეთირლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი.

1952 : სალომე ზურაბიშვილი — საფრანგეთის და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე

1952 : როლანდ გილიგაშვილი — საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2001–2003)

1959 : ლიუკ ბესონი — ფრანგი კინორეჟისორი

1960 : მარიამ წიკლაური — ქართველი პოეტი

1965 : ლევან წულაძე — ქართველი რეჟისორი,

1968 : თემურ ქეცბაია — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი

1970 : კუინ ლატიფა — ამერიკელი მომღერალი

1973 : ლევან კოღუაშვილი — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.

1976 : ჯოვანა ანტონელი — ბრაზილიელი მსახიობი

1977 : ვილი სანიოლი — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი

1979 : ადამ ლევინი — ამერიკელი მომღერალი

1980 : ნატალია პოკლონსკაია — რუსი სახელმწიფო მოღვაწე

1981 : ტომ შტარკე — გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი

1983 : მიშა ანდღულაძე — ქართველი მსახიობი

1984 : სიმონე პადოინი — იტალიელი ფეხბურთელი

1986 : ჯაბა კანკავა — ქართველი ფეხბურთელი

1986 : ლიუკე ლი — შვედი მომღერალი

1987 : მაურო სარატე — არგენტინელი ფეხბურთელი

1991 : ავთანდილ ჭრიკიშვილი — ქართველი ძიუდოისტი

1996 : ჯემალ ტაბიძე — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

235 : ალექსანდრე სევერუსი — რომის იმპერატორი 222 —235 წლებში

1584 : ივანე IV (რუსეთი) — პირველი რუსი მეფე

1745 : უოლპოლი, რობერტ — ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე

1871 : მორგანი, ოგასტეს — შოტლანდიელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი

1913 : გეორგიოს I — საბერძნეთის მეფე

1929 : ჰამზა, ჰაქიმ-ზადე ნიაზი — უზბეკი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე

1964 : ვინერი, ნორბერტ — ამერიკელი მათემატიკოსი

1980 : ფრომი, ერიხ — გერმანელი ფსიქოლოგი და სოციოლოგი

1983 : უმბერტო II — იტალიის ბოლო მეფე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კონონ ისავრიელი

წმინდა ონისიმე

წმინდა კონონი

მარკოზ მმარხველი

ისიხი მმარხველი

წმინდა ევლოგი

წმინდა ევლაპი

აგრეთვე:

არუბა : დროშის დღე

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way