USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
«BBC russian» : რატომ სძულს რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს?“
дата:  281

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დალურჯებული სახეები, შეხვეული თავები და ბრალის აღიარება: მოსკოვური სასამართლოს მსჯავრი ტერაქტის ჩამდენთა მიმართ // რატომ სძულს რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს?“, რომელშიც განხილულია „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული აქტის გარემოებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 მოსკოვის ახლოს მდებარე საკონცერტო კომპლექსში - „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულ ოთხ ეჭვმიტანილს - დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსუდინ დარიდუნს - ორი თვით წინასაგამოძიებო პატიმრობა მიუსაჯეს - მათ ბრალი წაუყენეს ტერაქტის განხორციელებაში, ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობით. მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ განაცხადა, რომ მათ მთლიანად აღიარეს თავიანთი დანაშაული. ოთხივეს ეტყობოდა ცემის კვალი.

რა ხდებოდა სასამართლოს დარბაზში

დალერჯონ მირზოევი, ბრალდებული „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტში, სასამართლოს წინაშე დალურჯებული სახით წარსდგა. გამომძიებელმა, პირველი კითხვების შემდეგ, სხდომის დახურვა მოითხოვა, „რადგან ღია სხდომაზე შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოება გამჟღავნდეს“. მუროდალი რაჩაბალიზოდი დარბაზში სახეახვეული მიიყვანეს: იგი მოსამართლის კითხვებს ტაჯიკურ ენაზე პასუხობდა, თარჯიმნის მეშვეობით. მან თქვა, რომ 30 წლისაა, ჰყავს ოჯახი, რეგისტრირებულია რუსეთში. მუჰამადსობირ ფაიზოვი სხდომაზე ეტლით მიიყვანეს - ისე იყო ნაცემი, რომ სიარული აღარ შეეძლო.

როგორ მოხდა ეჭვმიტანილთა დაკავება

ოთხი ეჭვმიტანილი „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის ჩადენის შემდეგ, ავტომანქანაში ჩასხდნენ და გეზი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ აიღეს, მაგრამ ისინი ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს დააკავეს. ერთ-ერთ რუსულ წყაროში გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ აჭრიდნენ მას ყურს დაკავების დროს და პირში ჩრიდნენ.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, ეჭვმიტანილი აღიარებს, რომ ტერაქტი ფულის გამო ჩაიდინეს - მათ თითოეულს ნახევარი მილიონი რუბლი აღუთქვეს. კიდევ ერთი კადრის თანახმად, ეჭვმიტანილებს ელექტროდენითაც აწამებდნენ.

სულ ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი.

„ისლამური სახელმწიფო“ თუ?...

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვერსიით, „ბოევიკებს“ მიმალვა უკრაინაში ჰქონდათ დაგეგმილი, ამიტომაც ისინი ავტომანქანით სახელმწიფო საზღვრისაკენ მიემართებოდნენ, მათთვის გამზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვარზე გადასასვლელად. კონკრეტულად ვინ და რომელი ძალა იდგა მათ უკან, რუსეთს არ დაუსახელებია. უკრაინამ კრემლის მინიშნება, რომ ტერაქტში კიევიც არის ეჭვმიტანილიო, კატეგორიულად უარყო.

ოფიციალურად ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ - მისმა ავღანურმა ფილიალმა „ხორასანმა“, რომელმაც ტერაქტის ამსახველი შესაბამისი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. მათში კარგად ჩანს, რომ ტერორისტთა ჩაცმულობა იდენტურია იმ კადრებში ასახულია, რომლებიც რუსულმა „ეფესბემ“ გაავრცელა. ეს გამორიცხავს რუსული სპეცსამსახურის სიყალბეს: სხვათა შორის, ზოგიერთი კომენტატორი ეჭვობდა, რომ „ეფესბეს“ ნამდვილი ტერორისტები არ დაუკავებიაო.

რატომ განახორციელა „ისლამურმა სახელწიფომ“ თავდასხმა?

კატარის ტელეარხის „ალ-ჯაზირაას“ აზრით, ბოლო წლებში „ისლამური სახელმწიფო“ თავის პროპაგანდაში რუსეთს მუსლიმანების მწვალებლად თვლის - მაგალითად, სირიაში. იმის გამო, რომ „ხორასნელები“ ავღანელ თალიბებს თავიანთ მტრად თვლიან, მათ არ მოსწონთ კრემლის პოლიტიკა, რომელიც თალიბებთან დაკავშირებას ცდილობს“, - ამბობს ამირ ჯადუნი, კლემსონის ამერიკული უნივერსიტეტის დოცენტი, „ალ -ჯაზირასთან „საუბარში.

როგორც ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) წერს სტატიაში „დასავლეთთან და ავტორიტარულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში „ისლამური სახელმწიფოსათვის“ ყველა სამიზნეს წარმოადგენს“ (ავტორები - იაროსლავ ტროფიმჩუკი და სუნ რასმუსენი), „სანამ აშშ, ევროპა, რუსეთი და ჩინეთი ერთმანეტს ედავებიან და ომისათვის ემზადებიან, მათ წინააღმდეგ ომს უკვე აწარმოებს „ისლამური სახელმწიფო“, რომლისთვისაც სულ ერთია, თუ ვის დაესხმება. მისთვის ისინი ყველა ისლამის მტრები არიან და ყველა განადგურდება. მთავარია, რომ მისმა თავდასხმამ რეზონანსი გამოიწვიოს“.

ავტორების თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ რუსეთი სძულს. 2015 წელს დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა აიღო ეგვიპტიდან გამოფრენილი რუსული თვითმფრინავის კატასტროფაზე, რომლის ბორტზე 224 მგზავრი იყო. 2022 წელს „ისლამური სახელმწიფო“ თავს დაესხა ქაბულში არსებულ რუსეთის საელჩოს, რომლის დროსაც ორი რუსი დიპლომატი და ოთხი ავღანელი დაიღუპა.

კრემლის მიმართ „ისლამური სახელმწიფოს“ ისტორიული პრეტენზიებია ჩეჩნეთისა და ავღანური ომების წარმოება. ისლამისტების განრისხებას იწვევს აგრეთვე რუსეთის ჩართვა სირიის ომში და დასავლეთ აფრიკულ კონფლიქტში.

როგორც „უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტები აღნიშნავენ, უკრაინის ომის დაწყების გამო ისლამისტები სულ უფრო იოლად იბირებენ თავიანთ რიგებში იმ შუააზიელ მიგრანტებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან და მუშაობენ, მუშახელის ნაკლებობის გამო (მობილიზაციისა და ფრონტზე განცდილი დანაკარგების მიზეზით). მიგრანტები, რადგან ისინი ხშირად ცუდად ლაპარაკობენ რუსულად, მათ კარგად არ ექცევიან, პოლიცია ჩასაფრებებს უწყობს, იჭერენ და ფრონტზე უკანონოდ გზავნიან.  

„რუსეთის ხელისუფლება მიგრანტებს მკაცრად ექცევა, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს მათ რადიკალიზებას“, - ციტირებს გაზეთი ვაშინგტონში ყირგიზეთის ყოფილი ელჩის ყადირ ტოქტოგულოვის ნათქვამს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cg69e4wky45o

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати