USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
ნათია ვერულაშვილი-განათლების ექსპერტი ამერიკაში
Date:  1289

17 წლის ვიყავი როდესაც ამერიკაში high school-ში გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი. ახლაც მახსოვს ის მომენტი, როცა “გამარჯვებულთა” სიაში ჩემი სახელი ამოვიკითხე. ჩემთვის ეს პირველი სერიოზული გამარჯვება იყო და მაშინდელი ემოცია დღემდე გამომყვა. მთელი ჩემი პროფესიული კარიერა და პირადი ცხოვრება ამ წარმატების შეგრძნების ძიებაზე აეწყო.

განათლების სექტორში მუშაობა სწორედ მაშინ გადავწყვიტე. ბუნებით რეფორმატორი ვარ. თუ რაიმე არ მომწონს, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ თავად შევცვალო. მჯეროდა, რომ საქართველოშიც შეიძლება ყოფილიყო უკეთესი განათლების სისტემა და მაბედნიერებდა ფიქრი იმაზე, რომ მე მივიღებდი მასში მონაწილეობას. თბილისში დაბრუნების შემდეგ ბაკალავრიატი Public Policy-ში გავაკეთე.

შემდეგ აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებზე ვიმუშავე განათლების მიმართულებით, საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდულ ჯგუფებთან. ასე დაიბადა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი (Millenium Inovation Award, MIA), რომლის საშუალებითაც რამდენიმე ქართველი სკოლის მოსწავლე ჩავიდა ამერიკაში (მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში- iD Tech Capm და NASA-ს კონფერენციაზე). მივხვდი, რომ პროფესიული განვითარებისთვის საჭირო იყო ამერიკულ უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლა.

სწავლა განვაგრძე Muskie Fellowship program, Masters in Education Policy, რომელმაც ბევრი ახალი შესაძლებლობა მომიტანა. უკვე მქონდა საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც, კახა ბენდუქიძესთან რეფორმების აპარატში. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ჩემი ხედვაც შეიცვალა: მანამდე მჯეროდა, რომ განათლების პოლიტიკის ცვლილება სისტემის ცვლილების მთავარი ფაქტორი იყო. შემდეგ დავინახე, რომ სწორი პოლიტიკა გრძელვადიანი კურსია, თუმცა სწრაფი ცვლილებებია საჭირო, რაც მხოლოდ ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. „ტექნოლოგიების მექა“ კი სილიკონის ველია და სწორედ ასე დაიგეგმა ცხოვრების ახალი ეტაპი.

მთავარი იყო მეპოვა ის პრობლემა, რომლის გადაჭრაზეც დიდი ინტერესით ვიმუშავებდი. ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა - მთელი პროფესიული გამოცდილებიდან, რისი კეთება მაბედნიერებდა ყველაზე მეტად? ასე შეიქმნა Supergenia - პლატფორმა ნიჭიერი ბავშვების აღმოსაჩენად მსოფლიოს მასშტაბით. Supergenia არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ განვითარების ბარიერები არ უნდა არსებობდეს - ყველა ბავშვს აქვს ნიჭი, არ აქვს მნიშვნელობა თუ სად ცხოვრობს ის - ნიჭი დროულად უნდა იქნას აღმოჩენილი და განვითარებული. ამერიკულ სტარტაპში მუშაობამ დამანახა, რომ ჩემი ხასიათი ზუსტად შეესაბამება სტარტაპის სწრაფ, რისკიან და თავისუფალ დინამიკას. ჩემი ცხოვრების მთავარი გამოწვევაა, შევქმნა პლატფორმა, სადაც სკოლა, მწვრთნელი თუ მასპინძელი ოჯახი ადვილად იპოვის ნიჭიერ ბავშვს და მისცემს მას საჭირო განათლებას და გამოცდილებას. ახალგაზრდა თაობას ვურჩევ, რომ ადრევე დაგეგმონ კარიერული გზა - დრო არის მთავარი. როგორც ამბობენ “Early is ontime. Being on time- is late. ”, დაასწარი მოვლენებს, დაინახე და გაიაზრე შენი გზა ადრე, რომ სწორ დროს-სწორ ადგილას აღმოჩნდე - დანარჩენი თავისით მოხდება.

ამერიკის განათლების სისტემა, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის სისტემა, სრულყოფილი არ არის, მაგრამ მთვარი რაც აქ მომწონს არის - აქცენტი დამოუკიდებლობაზე. სისტემა ცდილობს, ჩამოგაყალიბოს infinite learner-ად (ადამიანად რომელიც მუდმივად ვითარდება, სწავლობს). ამ საუკუნეში, როცა არსებობს ხანის აკადემია (Khan Academy) და MIT Open Course Ware (https://ocw.mit.edu) - თავს ვერ გაიმართლებ, რომ წვდომა არ გქონდა რესურსებზე. მასწავლებლის მთავარი მიზანი კი არის გააღვიძოს სწავლის ინტერესი, მოგცეს ხედვა თუ საით შეიძლება წახვიდე და შენივე შესაძლებლობები დაგანახოს. ამერიკელი მასწავლებლები (ძირითადად) ახერხებენ სტუდენტში ამ ინტერესის, “ნაღმის გააქტიურებას”, რაც შედეგად გვაძლევს დამოუკიდებელ, ცოდნის მაძიებელ ადამიანებს.

დღევანდელმა მოსწავლემ და მასწავლებელმაც უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი, რაც დღეს ვიცით ან ვსწავლობთ - ხვალ შეიძლება არ იყოს საკმარისი. მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. მთავარია, ამ დინებას არ ჩამორჩე, ადევნო თვალი საით მიდის მსოფლიო და თავად ეძებო ახალი ცოდნის წყაროები

Speech • სფიჩი

society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way