USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
ლაშა ონიანი- გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი
Date:  1163
4 წლიდან სცენაზე გავიზარდე, ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ვცეკვავდი. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში შერჩევით მიმიღეს. სამი წლის შემდეგ დავუბრუნდი ნაციონალურ ცეკვებს და გავხდი ამიერკავკასიის ლაურეატი კავკასიურ ცეკვებში. შემდგომი ეტაპი თეატრალურ უნივერსიტეტში დაიწყო - კინოსა და დრამის ფაკულტეტზე ჩავაბარე (პანტომიმის სრული კურსი), ვსწავლობდი ამირან შალიკაშვილის, ლილი იოსელიანის ჯგუფებში. ამ წლების განმავლობაში სპორტის მრავალ სახეობას ვეზიარე: ფეხბურთი, ცურვა, ჭიდაობა, კრივი, კალათბურთი და ფრენბურთი. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა შემდგომ წარმატებებში. ბავშობიდან დედის თანადგომა მქონდა, არ გავჩერებულიყავი და შედეგს მივაღწევდი. რამდენად მივაღწიე, არ ვიცი. წინ კიდევ ბევრი მაქვს გადასალახი.
 
თბილისში სამოქალაქო არეულობებს დაემთხვა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩატარება გერმანიაში. ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმატებით წარვსდექით და დავსახეთ სამომავლო გეგმები. თბილისში როდესაც დავბრუნდით, კომპანია ,,მიმოდრამა,, შევქმენით. კომპანია ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი, მაყურებელთა მოწონებით ჩამოყალიბდა გულშემატკივართა ჯგუფები თითქმის მთელ ევროპაში. კომპანიის დამფუძნებლებმა მალე დავტოვეთ საქართველო, სხვადასხვა მიმართულებით გავიშალეთ და შევუდექით შემოქმედებით გზას. მას შემდეგ გერმანიაში ვმოღვაწეობ. სხვადასხვა მიმართულებით მიწევს მუშაობა. ადრე, როგორც მსახიობს, ისე მიწვევდნენ. შემდგომ წლებში სასცენო მოძარაობებით, პლასტიკით, ქორეოგრაფიით ვიყავი დატვირთული. წინა გამოცდილება ძალიან მეხმარებოდა ქორეოგრაფიულ დადგმებში. 2000 წლიდან სადადგმო ნაწილში გადავინაცვლე. არაერთი შოუს, სპექტაკლის, საერთაშორისო ღონისძიების ავტორი და დამდგმელი ვარ. სამივე სასცენო მიმართულება მივსებს სამუშაო გარემოს, სამივე საჭიროა ერთი კონკრეტული პროდუქტის შესაქმნელად.
 
ჩემს დადგმებში მუსიკის, ცეკვის, სიმღერის და დრამატული თეატრის ელემენტების სინთეზი ჩანს. ეს მაძლევს საშუალებას დადგმა იყოს ენერგიული და ეფექტური. ჩემთვის წარმოსახვის ინსპირაცია პირველ რიგში არის გარემო, შემდეგ მასზე ხდება ვიზუალის, მუსიკალური გაფორმების თუ დეკორაციის მორგება. ხშირად მიწევს ივენთებზე მუშაობა, სტადიონების, საკონცერტო დარბაზების თუ განსხვავებული ორგანიზაციების გახსნები. სატელევიზიო სპექტაკლების გადაღებებზე მუშაობის დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა, წინასწარ შემიძლია ყველაფერი “ლინზის თვალით” დავინახო და განვსაზღვრო, რამდენი მონაწილეა საჭირო, კოსტიუმების ფერი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან განსხვავდება თეატრისგან და კინოსგან. თუმცა დეტალებში წასასვლელად მაინც ერთი გზა-კრეატიულობა გჭირდება, რომელიც ყველანაირ გამოსავალს პოულობს.
 
ბოლო წლებში, რაც ცხოვრება გართულდა , გარემოებები დამძიმდა, ურთიერთობები შეიცვალა, სცენაზე გადმოცემის ხერხებმაც სახე იცვალა. ვცდილობ, ჟანრობრივად განსხვავებული - საშიში, მსუბუქად მივაწოდო მაყურებელს, მეც კმაყოფილი და ისინიც დასვენებული გავუშვა სასიამოვნოდ დასაფიქრებლად.
 
რაც შეეხება ქართულ თეატრს, მისი მთავარი ნიშა არის ქართველობა, დიდის წარმოჩენა მწირისგან. ქართულად ნაფიქრის გადმოცემა შექსპირში, რომელსაც ინგლისელიც არ იფიქრებდა. კომუნისტურმა პერიოდმა, ზოგადად, დიდი გავლენა მოახდინა თეატრსა თუ კინო ხელოვნებაზე, დღესაც და კიდევ ათეული წლები დასჭირდება აზრის თავისუფლად გადმოცემას.
 
სტანისლავსკის ,,კედელი,, მართლაც კედელი იყო აღმართული მსახიობებსა და მაყურებელს შორის. ამ დროს სცენაზე რაც ხდება მაყურებლისთვისაა და რაც მეტია ერთმანეთთან ჩართულობა, მით მეტად მისი ხდება სცენაზე შესრულებული, მეტად მოწონებულია და მსახიობები პროფესიონალურადაც მეტად ვითარდებიან, იზრდებიან.
 
ხელოვანები ხშირად გადიან დასავლეთისკენ, თავისუფალი აზრის სწორად გადმოცემის შესასწავლად. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ გასულთა შორის და ვთვლი, რომ ზომიერებას არ ვცდები გადმოცემის დროს და ვარ თავისუფალი. ჩემს საქმიანობას ყოველთვის ვუკავშირებ საქართველოს. ვფიქრობ საინტერესო იდეები მაქვს, სურვილებიც ამოუწურავია, აუცილებლად განსახორციელებელი და შედეგის მომტანი.
business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way