USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
სოფიკო ჩხეიძე- იტალიაში მცხოვრები ქაფთველი მხატვარი
თარიღი:  528
იტალიის მთავრობის სტიპენდია 2003 წელს მოვიპოვე, რამაც საშუალება მომცა ჩამოვსულიყავი მილანში, მესწავლა ბრერას აკადემიაში, სადაც სწავლა ყველა მხატვრის ოცნებაა. ამჟამად ორ დიდ პროექტზე ვმუშაობ. ახლახან გაიხსნა ჩემი პერსონალური გამოფენა ბოლონიაში Gallerria de’ fosherar-ში. ასევე ვამზადებ მომავალ პერსონალურ გამოფენას, რომელიც მილანში 2022 წელს გაიხსნება.
 
ჩემი შთაგონების წყაროა ადამიანი და მისი ცხოვრების დრო. ნამუშევრების ძირითადი თემაც დროა, გამოსახულების ბრძოლა სიცოცხლისთვის და მისი მეტამორფოზი. ამ ნამუშევრების ჯგუფს “დროითი გეოგრაფია” ვუწოდე. იგი შედგება გამოსახულების ფერფლსგან, სუფთა პიგმენტისგან. მისი მნიშვნელოვანი კომპონენტია გრავიტაციის ძალა, რომელიც მოქმედებს სურათის მასალაზე. გრავიტაცია უბიძგებს (იზიდავს) მასალას, იწვევს მის ვარდნას, ამ თვალსაზრისით ყოველი დროითი გეოგრაფია - საათია, ქვიშის საათი. ჩარჩო განსაზღვრავს გამოსახულობას სივრცეს, როგორც ქვიშის საათის კოლბა განსაზღვრავს გასაზომი დროის ხანგრძლიობას. დროთა განმავლობაში სურათის კომპოზიცია იცვლება, მასალა ეცემა და დრო, სიმძიმის ძალის საშუალებით, ასახავს მის დინებას. დრო, რომელიც აღნიშნავს დროით გეოგრაფიას - ნგრევის, სიცოცხლის გამოფიტვის დროა. დროის დინებამ შეიძლება გადმოგვცეს მხოლოდ სწრაფწარმავლობის შეგრძნება, შეგრძნება ფორმის დაშლისა და მისი გახრწნისა. ყველაფრის ულმობელი სწრაფვა დასასრულისკენ. ეს ცვლადი ფორმები, რომლისგანაც არის შექმნილი ჩემი ნამუშევრები, დაშლით ქმნიან ახალ კომპოზიციას, მაგრამ ამავე დროს თავის შეჩერებით, თუნდაც მყისიერი შეჩერებით, გამოავლენენ განადგურების წინააღმდეგობის ფორმებს. წარმოადგენენ რა დროისა და მეხსიერებისაგან შექმნილ ცოცხალ გამოსახულებებს. მათი ცხოვრება ყოველთვის გადარჩენა და წინააღმდეგობაა. როგორც ვალტერ ბენამინი თავის მოთხრობაში წერს: “გამოსახულება ებრძვის დროის ძალას (...) და ამ ბრძოლიდან (...) წარმოიქმნება დროის ჭეშმარიტად ეპიკური განცდები: იმედი და ხსოვნა”.
 
ძალიან დიდი დრო სჭირდება ფიქრს, შექმნას და განხორციელებას. ამავე დროს სულ ფხიზლად უნდა იყო, რომ შენი ხელოვნება არ გახდეს ბაზრის საქონელი. ხელოვნების გზა გრძელია და მარტოობით სავსე. საჭიროა მარადისობას გაუსწორო თვალი, იცოდე თუ რა არის შენი სათქმელი და როგორ მიიტან მას საზოგადოებამდე. დღევანდელმა დღემ და წარმატებამ არ უნდა დაგაბრმაოს, ის ხომ მრავალი ფაქტორზეა დამოკიდებული: ისტორიული წრე, კონტექსტი, ნაცნობების წრე ... ახალგაზრდა არტისტებს მინდა ვუთხრა: გწამდეთ, რომ გამოსახულებას შეუძლია სამყაროს შეცვლა!
სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.