USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
«Комсомольская правда» (რუსეთი): „ქართული ღვინოების ხარისხი გულმოდგინედ და დაკვირვებით უნდა შემოწმდეს“
дата:  844

რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ (Комсомольская правда) აქვეყნებს ინტერვიუს აკადემიკოს გენადი ონიშჩენკოსთან სათაურით „ქართული ღვინოების ხარისხი გულმოდგინედ და დაკვირვებით უნდა შემოწმდეს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ალექსანდრე გამოვი). როგორც ცნობილია, გენადი ონიშჩენკო 2004-2013 წლებში რუსეთისმტავარს სანიტარულ ექიმად და „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელად მუშაობდა და ქართული ღვინოების ხარისხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიმდინარე წელს საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა რუსულ ბაზარზე „მშვიდი ღვინოების“ (ნახშირორჟანგიანი გაზის გარეშე) გატანის სფეროში და გაუსწრო ამ სასიამოვნო სასმელის მთავარ მომწოდებელს - იტალიას. კარგია ეს თუ ცუდი? როგორი „წყალქვეშა ქვები“ შეიძლება აღმოჩნდეს მათრობელა სითხის ნაკადში? ამის შესახებ აკადემიკოსი გენადი ონიშჩენკო გვესაუბრება.

- გენადი გრიგორევიჩ, თქვენ ხომ მართლაც ის გენადი ონიშჩენკო ბრძანდებით, რომელმაც 2006 წელს, როცა იგი რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი იყო, ქვეყანა ქართული ღვინისაგან „გადაარჩინა“?

- დიახ, მე მართლაც მომიწია საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტის  სრულად აკრძალვა დრაკონული მეთოდებით. იმიტომ, რომ ის, რაც რუსეთში მოჰქონდათ საქართველოდან, ღვინო არ იყო. შემოჰქონდათ მხოლოდ სუროგატები, რომლებსაც არაფერი  არ აკავშირებდათ დიონისეს ღვთიურ პროდუქტთან. სხვათა შორის, ამ აკრძალვით ჩვენ არამარტო რუსი მომხმარებელი გადავარჩინეთ, არამედ ჭეშმარიტი ქართული მეღვინეობაც.

ქართული მეღვინეობა - უნიკალურ და თვითმყოფად მოვლენას წარმოადგენს. მეღვინეობა კავკასიის ქართულ ნაწილში უფრო ადრე იყო გავრცელებული, ვიდრე იქ ქართული სახელმწიფო გაჩნდებოდა. იმიტომ, რომ ადგილობრივი კლიმატი და უნიკალური ბუნებრივი პირობები სხვადასხვა ჯიშის ვაზის ზრდას ხელს უწყობდა.

- და როგორ მოახდინა თქვენმა აკრძალვამ დადებითი გავლენა ქართულ მეღვინეობაზე?

- ის ჭეშმარიტი და ნამდვილი მეღვინეები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას ამზადებდნენ, თავიანთი საქმის გულშემატკივრები იყვნენ და დარგის განვითარება სურდათ, მაგრამ იაფფასიანი სუროგატების მოზღვავებით ზარალს განიცდიდნენ. ამრიგად ისინი მადლობლები იყვნენ, რომ სუროგატები რუსულ ბაზარზე გაქრა. მათ დიდი მუშაობა გასწიეს ღვინის ხარისხის ასამაღლებლად. დღეს ქართველი ერი ამაყობს იმ ღვინოებით, რომელთა რეპუტაცია უკვე აღდგენილია.

- და იმისთვისაც, რომ იტალიელი მომწოდებლისთვის გაესწროთ..

- დიახ, თუმცა ამ ახალ ამბავს ცოტა მეტი ყურადღებით უნდა შევხედოთ. საქართველოს, მისი ტერიტორიაზე გაშენებული ვენახების ფართობის გათვალისწინებით, ყველაზე მოსავლიან წლებში 7-7,5 მილიონი ბოთლის მოცულობის ღვინის წარმოება შეუძლია. მეტი ხარისხიანი ღვინის დამზადება, უბრალოდ, შეუძლებელია.

- ანუ ქართველი მეღვინეების წარმატებაში თქვენ ეჭვი შეგაქვთ?

- დიახ, გარკვეული ეჭვები მიჩნდება. იმიტომ , რომ ძალიან დიდი იმის ცდუნება, რომ ქართველი მეღვინეები ისევ ძველ გზაზე დაბრუნდნენ და რუსეთში ფალსიფიცირებული ღვინო გამოგზავნონ. ჯერ კიდევ ცხოვრობს და ცოცხლობს ფსევდომეღვინეთა ის თაობა, რომლებიც ამ ღვთიური სასმელის გაყალბებით შემოსავლებს იჯიბავდა და ქვეყნის, ერის პრესტიჟს არ უფრტხილდებოდა. ისინი კარგად სარგებლობდნენ იმითაც, რომ რუსეთში ღვინის მოხმარების მრავალსაუკუნოვანი კულტურა არ არსებობს.

თუ ქართველებმა ნამდვილად გააცნობიერეს წარსულში დაშვებული შეცდომების გაკვეთილები  და დასკვნები გააკეთეს, თუ ისინი უფრთხილდებიან ღვინის ხარისხს, მაშინ ქართული ღვინის ასორტიმენტის გაფართოება ჩვენს ბაზარზე მისასალმებელია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ თავიდან უნდა ავიცილოთ რუსი მომხმარებლის მოტყუების მორიგი ტური - ისე, როგორც წარსულში ხდებოდა.

ამიტომაც, მე ვიტყოდი, რომ ტენდენცია დადებითია და მხარს ვუჭერ, მაგრამ მოვუწოდებ მაკონტროლებელ ორგანოებს მოწოდებული პროდუქციის ხარისხი გულმოდგინედ შეამოწმონ. სამწუხაროდ, ასეთ მიდგომას დღეს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.

წყარო: https://www.kp.ru/daily/27518/4781529/

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати