აშშ ძალიან მალე დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხალხს არ სურს ზღვით ტვირთის მიწოდება და ჩვენ მათი ხმელეთით შეჩერებასაც დავიწყებთ. ხმელეთით უფრო ადვილია, მაგრამ ეს ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებულ ვარიანტებს განიხილავს რათა აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო შეტანას ებრძოლოს.
აშშ-ის ჯარებმა სექტემბრიდან კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ ნავებზე მინიმუმ 21 თავდასხმა განახორციელეს, რასაც 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.