USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
ზვიად ძიძიგურს არ უკვირს ევროპარლამენტართა მწვავე შეფასებები "ქართული ოცნების" მისამართით
дата:  609

დღეს, ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც ეხმაურება და აცხადებს, რომ მას საერთოდ არ უკვირს მძაფრი რეაქცია ევროპარლამენტიდან.

„არ მიკვირს, რაც ხდება, ეს მწვავე შეფასებები, იმიტომ რომ რამდენიმე თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა მთელი პოლიტიკური გუნდი, უმტკიცებდა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სერიოზულ პროგრესს, ეს იყო არსებული შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული წესით შეცვლის შესახებ. ეს მართლა რევოლუციური გადაწყვეტილება იყო. მთელი 6 თვის განმავლობაში ჩვენ შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველას ვუმტკიცებდით, რომ მივიღეთ ასეთი სწორი და კარგი გადაწყვეტილება. მე გულწრფელად ვულოცავდი ყველას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ასეთი კარგი რამ მოხდა. საერთოდ არ მიკვირს, რომ ამაზე მძაფრი რეაქციაა, არც ევროპარლამენტიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკელების პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისგან, არც შიდა ოპოზიციისგან. კონსერვატორებიდან სამი დეპუტატი გამოვედით ამ გადაწყვეტილების შედეგად, უარი ვთქვით თამაშის ისეთ წესზე, როგორიც ვნახეთ“,-განაცხადა ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ .

 

 

 

 

 

 

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати