USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ზურაბ მაღრაძე - საფონდო ბირჟა & აბრეშუმის გზა... თან რჩევა უფასოდ 
თარიღი:  1195
პოლონეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში… ტრაილერს გადააქვს ტვირთი პორტებისკენ, რკინიგზის სადგურებისკენ. ამ ქვეყნებში ნორმატივია ასეთი, რომ ყოველ 30 კმ-ში უნდა იყოს TIR-პარკი. კანონია, რომ მძღოლმა ხანგრძლივი მგზავრობისას 6 საათი უნდა დაისვენოს. და უნდა გაჩერდეს სპეციალურ სივრცეებში. პოლიცია ამოწმებს ტრაილერში დამაგრებულ აპარატს, რომელიც აჩვენებს მოძრაობის საათებს. გზებზე ასეთი პარკები არის უფასოც, ფასიანიც. უფასო არის, მაგრამ ამ უფასო გასაჩერებელ ადგილებზე ასევე არის სასტუმრო, სასადილო, ფიტნესი და სხვა. ეს პარკები ყველა კერძოა.
ახლა გადმოვიდეთ საქართველოში. მოადგა კონტინენტური ტვირთები ქვეყანას, მერე?
დავუშვათ შენ გაქვს ნაკვეთი. მაგრამ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობას მოცულობითი ინვესტიცია ჭირდება. გარდა პარკებისა, გზებზე არის მოსაწყობი თანამედროვე საწყობები, შესაფუთი დანადგარები, შესაბამისი ლიცენზიები, ამწე ტექნიკა და სხვა.
შენ შეგიძლია ბირჟაზე განათავსო აქციები, რომელთაც მოქალაქეები შეიძენენ. ანუ ინვესტორები მოქალაქეები იქნებიან და ასეთი ცენტრებიდან მიღებულ მოგებებს, დივიდენდის სახით ისინიც მიიღებენ.
ან შეგიძლია ბანკიდან სესხი გამოიტანო და ყველა რისკი შენ თავზე აიღო.
ლიგისტიკური სივცრეების გარდა, საჭიროა სატრანსპორტო სერვისები. მოკლედ, მთელი ინფრასტქრუქტურა არის ასაგები თავიდან. ბირჟები კი გვეხმარება, რომ სატრანზიტო სიმძლავრეებში აქციების შეძენით საქართველოს მოქალაქეები თვითონ იყვნენ ინვესტორები და აქციებზე დივიდენდებიც თვითონ მიიღონ.
ბირჟა გვეხმარება ამ აქციების რეგისტრაციაში, რომ დაზუსტებული იყოს ვის რამდენი აქცია აქვს შეძენეილი ამა თუ იმ კომპანიაში, ანუ ამით ყოველი ინვესტორი მოქალაქე დაცულია.
 
ბირჟები რომ გვექნება, მერე ნახეთ თქვენ ემიგრანტები თანხებს რისთვის გადმორიცხავენ… მერე ნახეთ თქვენ როგორ გამოასწრებენ ემიგრანტები ერთიმეორეს საქართველოსკენ.
ახლა მეორე,
თუ თქვენ არ გინდათ რომ თქვენ კომპანიაში (თქვენ TIR პარკში) გყავდეთ აქციონერები (პარტნიორები), თქვენ შეგიძლიათ აქციების ნაცვლად გამოუშვათ ობლიგაციები. ეს ჩვეულებრივი მოკლევადიანი სესხია, რომლის მყიდველსაც ორი წლის შემდეგ გადაუხდით პროცენტს (დისკონტს).
ბირჟაზე გადაწყვეტენ ადამიანები მაგალითად, ფოთის პორტთან არსებული ტერმინალის გაფართოებისთვის გამოცემული 7%-იანი ობლიგაცია შეიძინოს თავისი 300 დოლარით, თუ ეს 300 დოლარი ბანკში დადოს 5%-იან ანაბარზე?
ბირჟებზე განთავსებული აქციების ფასები იცვლება. რაც უფრო მომგებიანად მუშაობს ესა თუ ის საწარმო, რაც უფრო ხარისხიანი მომსახურება აქვს, მით მეტია ასეთი საწარმოს აქციების ფასი. იმიტომ იცვლება აქციების ფასი, რომ ყველა ცდილობს მომგებიან საწარმოს ფასიან ქაღალდებში გააკეთოს ინვესტირება. შესაბამისად იზრდება ასეთი საწარმოს აქციების ფასიც.
დროთა მანძილზე იწყება ხალხის კაპიტალიზაცია, ანუ ფული ხალხში ჩნდება. ამის მერე იწყება ახალ-ახალი საწარმოების გახსნა, ახალი ბიზნეს იდეების განხორციელება. არის ჯანსაღი კონკურენცია. ქვეყანაში განათლებასაც ფასი ედება. ხალხი ფუტკრებივით დატრიალდება, ისე როგორც პოლონეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაშია.
ნურავინ იფიქრებს, რომ ხეზე ასვლა უკვე ვიცით. ტექნოლოგიური ბირჟები კიდევ უფრო სხვანაირად მუშაობს. იქ უფრო მაღალია მოგებები.
ახლა ბირჟა არ გვაქვს. ამიტომ, კაბინეტებში მოისურვებენ და იქ გახსნიან TIR-პარკსაც, საწყობსაც და აეროპორტსაც, სადაც თვითონ მოესურვებათ. იქ მისცემენ “ინვესტორს” 1 ლარად ნაკვეთს, სადაც თვითონ ჩინოვნიკებს მოეპრიანებათ და იტყვიან სახელმწიფოს ჭირდება ასეო.
რამდენიმე წლის წინ, მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების აშენების თაობაზე. მე მაშინათვე ვთქვი, რომ ამ ტენდერებს მომავალი არ აქვს.
ექსპერტებს რა დალევს ჩვენ ქვეყანაში. ნეტა გენახათ რა დღეში იყვნენ. არიქა ასე, არიქა ისეო.
არავინ შემოიტანა განცხადება ამ საერთაშორისო ტენდერში. რადგან საერთაშორისო ბრენდებმა იციან, რომ ბირჟაზე ჩანს საუკეთესოდ საინვესტიციო გადაწყვეტილების არსი და არა კაბინეტებში.
გავიდა ორი წელი, მთავრობამ მეორედ გამოაცხადა ეს ტენდერი. სათოფეზე არავინ მიეკარა პროექტს.
რაღაცას რომ ვამბობ დაჯერება ხომ არ არის მოკლედ არსაითგან. ამასობაში ხუთი წელი დაკარგა ქვეყანამ. აბრეშუმის გზის ფორუმები კარგია ნამდვილად, მაგრამ მე ფორუმი არ მინდა, მე აბრეშუმის გზა მინდა. და თქვენც აბრეშუმის გზა გჭირდებათ.
ანაკლიის პორტის პროექტი ჯერ აქამდე რომ არ დაიძრა ეს კარგია. ჯერ ბირჟა უნდა გაიხსნას, მერე ამ ბირჟაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ პორტის აქციების შეძენისთვის გადახდილი ფულით უნდა აშენდეს ის პორტიც. და ამ პორტისგან მიღებული მოგებებიც ქართველ აქციონერებზე უნდა განაწილდეს, რომლებმაც შემდეგ ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ გადასახადები. რაც მეტი აქციონერი ეყოლება ქვეყანას, მით მეტად ძლიერი ეკონომიკა ექნება ქვეყანას.
დღემდე არავინ საუბრობს ბირჟებზე. ახლა კი, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ყველაზე გააფთრებული მუშაობა მიმდინარეობს კობი-გუდაურის გვირაბზე. როგორც ჩანს რუსებს კარგი ტრასა ჭირდებათ და ვუშენებთ.
მე ერთი რამ ვიცი, რომ ფედერაცია დაიშლება. მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ 1917 წლის რევოლუციის დროსაც დაიშალა ცარიზმის რუსეთი და აქ “თეთრგვარდიელებმა” წალეკეს მაშინ ყველაფერი. ახლა ვის ვუშენებთ ჩრდილოეთის გზას? გვინდა ახლა ახალი თეთრგვარდიელები თბილისში? თუ გონია ვინმეს იმ ველურ ურდოში წვრილ-წვრილი ვაგნერები ცოტაა?
ბირჟა როცა იქნება, ხალხი თვითონ მიხვდება, შავი ზღვის პორტების აქციები შეიძინოს, სამტრედია-ფოთის რკინიგზის აქციები შეიძინოს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აქციები შეიძინოს თუ რუსული ტრანზიტის სიმძლავრებში მოახდინოს ინვესტირება!
12 პუნქტის შესრულება მოვითხოვოთ, მეტი არაფერი. ყველამ. ყველგან. სკოლაში. თეატრში. ბიბლიოთეკაში. რესტორანში. კლინიკაში. გადაცემაში. გაზეთში. ფეისბუქში. მესინჯერში…
ამის მერე ბირჟა დაადგენს, ლოგისტიკური ცენტრები თბილისში და ქუთაისში მოეწყოს თუ რუსთავში, გორში, ახალქალაქში, სენაკში და ა.შ.
მერე აქ იმდენი საქმე იქნება, მთელი ემიგრაციაც რომ დაბრუნდეს საქართველოში, ევროპულ, აზიურ და არაბული ტვირთების მომსახურებას უბრალოდ არ ვეყოფით. აქეთ მუშახელის და სპეციალისტების ჩამოყვანა დაგვჭირდება დამატებით უცხოეთიდან.

დაბოლოს, თქვენ რუკაზე ხედავთ საერთაშორისო სატრანზიტო არტერიებს და იმასაც ხედავთ, თუ სად იკვრება მათი კვანძი. რა საჭიროა ჩრდილოთისკენ, ეს დარიალის კარი და ქვეშეთი-კობის გზა, თუ კი ის ტაძრამდე არ მიგვიყვანს?

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აბრეშუმის გზის ასოციაციის მმართველი პარტნიორი  ზურაბ მაღრაძე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის