USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ზურაბ მაღრაძე - ძველი და ახალი აბრეშუმის გზა
თარიღი:  3141
ძველად ფაზისი იყო ფინიკიელი და გენუელი ვაჭრების ნავსაყუდელი, მომავალში ანაკლია იქნება;
წინათ “ენისელი” ერქვა, რომელსაც ფილიალები გქონდა ბაქოში, ერევანსა და ვლადიკავკაზში. თბილისში კი შემოსავლების აკუმულირდებოდა და ეს კავკასიის ეკონომიკურ შეკავშირებულობას უწყობდა ხელს, რათა კავკასია შემდგარიყო ევროპისა და აზიის ხიდათ. ცალკე იყო ხოშტარიას რკინიგზა ირანში, ხოშტარიას ნავთობი ბაქოში და ხოშტარიას ბანკი თურქეთში. ახლა ამ ყველაფერს ტრასეკა ეწოდება, ანუ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი;
ძველად რასაც გურჯი-ბოღაზი ერქვა, რაც თურქულად საქართველოს ყელს ნიშნავს, ერზრუმიდან საქარავნე გზა საქართველომდე ჭოროხის ხეობას მოუყვებოდა. ახლა მას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჰქვიან;
ძველად მეფე ერეკლემ თავადი დანიბეგაშვილი მიავლინა ინდოეთში დიდვაჭრებთან მოსალაპარაკებლად, ახლა ასეთ მივლინებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰქვიან;
150 წლის წინ ძმებმა ნობელებმა ბაქოდან ბათუმამდე ნავთობის გადაზიდვა დაიწყეს, ახლა ამას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ჰქვია;
150 წლის წინ ძმებმა სიმენსებმა საქართველოს გავლით ლონდონიდან ბომბეიმდე სატელეგრაფო ხაზი გაიყვანეს. ახლა ამას შავი ზღვის მწვანე კაბელი ჰქვიან;
ძველად ყირიმში კოლხური თეთრი იყო მთავარი ვალუტა, ახლა ამას სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონა ჰქვიან;
ადრე საქართველოს სულ პირველი დიპლომატი, ვერსალის სასახლის ვეზირებს ირანიდან საქართველოს გავლით საფრანგეთში აბრეშუმის ქსოვილის მიწოდებისთვის უმოკლეს საქარავნე გზას აჩვენებდა. ახლა აქეთ მოდიან მაღალი რანგის დიპლომატები და ამას თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი ჰქვიან;
ძველად ბაგრატიონების გეოპოლიტიკური მისია დარიალის კარი კონტროლი იყო. ახლა ამას კობი-გუდაურის გზა და ახალი გვირაბი ჰქვიან;
ძველად ყველაზე დიდმა ქარავანმა 568 წელს გაიარა, ახლა დიდ ქარავანს ჯერ არ გაუვლია.
“რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...”
ოთარ ჭილაძე
მოგწყინდა განა უნაყოფოდ ელჩო ყიალი, გულს ნუ გაიტეხ, მუხა კვლავაც შეიმოსება…
 
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აბრეშუმის გზის ასოციაციის მმართველი პარტნიორი  ზურაბ მაღრაძე
 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის