USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ზურაბ მაღრაძე - ბირჟა & კრემლი
Date:  400

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ზურაბ მაღრაძე თავის სოციალურ ქსელში, საქართველოში ბირჟების არსებობის აუცილებლობაზე წერს: 

"1698 წელს ლონდონში ყავის სახლში ოქროსა და ვერცხლის ფასების გამოქვეყნება იწყება. სწორედ ჯონათანის ყავის სახლი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი საფონდო ბირჟის დაფუძნების წინაპირობა. დღეს მსოფლიოში რიგით მეხუთე ლონდონის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია $4.5 ტრილიონს შეადგენს და მასზე 3000-მდე კომპანიის აქციები ივაჭრება.
დღეს საფონდო ბირჟების საბაზრო ღირებულება $90 ტრილიონს აღწევს. საკუთარი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება გზას უხსნის კომპანიებს ინვესტიციების მოსაზიდად და ადამიანებს საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად. კერძოდ, ამ გზით კომპანიებს შეუძლიათ მეწილეებად/პარტნიორებად აქციონ ინვესტორები და სანაცვლოდ შემოსავალიც მიიღონ. ბირჟაზე მოსახვედრად კომპანიებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ, რათა მყიდველის ხელში სტაბილური კომპანიის აქციები მოხვდეს. კომპანიის აქციების ფასს კი უმეტესად მისი საქმიანობის მიმართ ინვესტორების მოლოდინები და კომპანიის ფინანსური მონაცემები განაპირობებს. შესაბამისად, თითოეული აქციის ყიდვა-გაყიდვიდან, ინვესტორს უფრო მსხვილი კაპიტალის მოზიდვა შეუძლია. თავად საფონდო ბირჟის შემოსავლის წყაროს კი საწევრო და საკომისიო შემოსავალი წარმოადგენს. არსებობს სასაქონლო, საფონდო, შრომის, სავალუტო, სავაჭრო, სპეციალიზებული და სხვა ბირჟები.
მსოფლიოს 10 უმსხვილეს საფონდო ბირჟას მთლიანი ბაზრის 78.8% უკავია. ორ უმსხვილეს ბირჟაზე – NYSE-სა (New York Stock Exchange) და Nasdaq-ზე კი (აშშ-ის ელექტრონული სააქციო ბირჟა) მთლიანი ბაზრის თითქმის ნახევარი – 46% მოდის. მსოფლიოს უმსხვილესი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის საბაზრო ღირებულება – $28.1 ტრილიონია, წილი საფონდო ბირჟებში – 31.5%
მოსკოვმა ტერმინი ბირჟა 300 წლის მანძილზე საქართველოში ნაცარქექია კაცების თავშეყრის ადგილად აქცია. ტერმინი მაკლერი კი - კორპუსების ეზოებში მოწყობილ კაბინეტურ სერვისებად. კარგად იმუშავა კრემლმა, განსაკუთრებით კრემლის ქართველმა მსტოვრებმა…
ლიბერალური წესრიგი საქართველოში გარდაუვალია. აშშ-ბრიტანეთი ეს ლიბერალური დემკრატიებია, დანარჩენი ევროპა კი სოციალ-დემოკრატიული. საქართველო მესამე იქნება. ამისთვის იღწვოდნენ დავით სარაჯიშვილი და ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და დიმიტრი ყიფიანი.
ზვიად გამსახურდიამ იცოდა ეს ამბავი და ამის გამო…
როცა გვექნება ბირჟები, ანუ გვექნება საბაზრო ეკონომიკა, მერე ხალხში ფული გაჩნდება, რადგან საქმეც ბევრი იქნება… მერე შეწყდება რუსთაველზე მიტინგებიც და ქვეყნიდან ემიგრაციებიც. მერე აბრეშუმის გზაც აღდგება, რადგან პაკისტანის და პოლონეთის კომპანიები გარიგებას სწორედ თბილისის სავაჭრო ბირჟაზე დადებენ, მერე… "
sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way