USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
ზურაბ ჯაფარიძე - მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე - წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან
თარიღი:  517

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც ეფუძნება ყველას პოზიციას და მედიატორებისგან მომდინარეობს.

"გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ კომპრომისები არის მნიშვნელოვანი ორივე მხარის მხრიდან და გვაქვს ძალიან ცოტა დრო, ვიდრე ეს ადამიანები არიან ჩამოსულები მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ძალიან მძიმე კრიზისს ქვეყანაში. ეს არ იყო ბოლო შეხვედრა, შეხვედრები დღეს კიდევ გაგრძელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს ყველაფერი. ამ წუთებში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ რაზეა თანახმა „ქართული ოცნება“. ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომელიც ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ეს წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული, ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

 

 
 
 
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის