ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც ეფუძნება ყველას პოზიციას და მედიატორებისგან მომდინარეობს.
"გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ კომპრომისები არის მნიშვნელოვანი ორივე მხარის მხრიდან და გვაქვს ძალიან ცოტა დრო, ვიდრე ეს ადამიანები არიან ჩამოსულები მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ძალიან მძიმე კრიზისს ქვეყანაში. ეს არ იყო ბოლო შეხვედრა, შეხვედრები დღეს კიდევ გაგრძელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს ყველაფერი. ამ წუთებში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ რაზეა თანახმა „ქართული ოცნება“. ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომელიც ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ეს წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული, ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/