USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
ზურაბ ბატიაშვილი - როგორია თურქეთის ოპოზიციის საგარეო პოლიტიკური დაპირებები?
дата:  638

ავტორი - ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 2023 წლის 14 მაისს თურქეთში გაიმართება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ინტერესს იწვევს ის, თუ როგორია ოპოზიციის საგარეო-პოლიტიკური ხედვა და დაპირებები. 6 ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო პროგრამა, სადაც ცალკე თავი დათმობილი აქვს საგარეო პოლიტიკას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგარეო პოლიტიკაში თურქეთი იხელმძღვანელებს რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის – მუსტაფა ქემალ ათათურქის პრინციპით: „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანა დაუახლოვდება დასავლეთს: განვითარდება ურთიერთობები აშშ-სთან და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გახდება ერთ-ერთი პრიორიტეტი. დოკუმენტში ხაზგასმულია ნატოში წევრობის მნიშვნელობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანა დაბრუნდება F-35-ების შეძენის პროგრამაში (ეს პროგრამა ვაშინგტონმა შეწყვიტა, როცა ანკარამ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-ები შეიძენა). მაგრამ არაფერია ნათქვამი თავად ამ რუსული სისტემების შემდგომ ბედზე.

რუსეთთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დაეფუძნება „ბალანსირებულ და კონსტრუქციულ დიალოგს ინსტიტუციურ დონეზე“.

პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსის ლიდერები

საბერძნეთსა და კვიპროსთან ურთიერთობებში უპირატესობა მიენიჭება დიპლომატიას და დიალოგს. ოღონდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება თურქეთის ეროვნული ინტერესები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაძლიერდება ურთიერთობები აზერბაიჯანთან და, ზოგადად, მთელ თურქულ სამყაროსთან; მაგრამ ამავე დროს  სურთ ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთთან.

სირიასთან დაკავშირებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმუშავებენ თურქეთში მცხოვრები მილიონობით სირიელი ლტოლვილის მაქსიმალურად მოკლე დროში სამშობლოში დასაბრუნებლად. იქვე საუბარია სირიის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერისა და სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის აუცილებლობაზე. თუმცა, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რას უპირებენ სირიელთა იმ სამხედრო შენაერთებს, რომლებსაც ანკარა უჭერს მხარს.

საგარეო-პოლიტიკური საკითხებზე ზემოხსენებული მსჯელობის მიუხედავად, დოკუმენტში არაფერი წერია ისეთ აქტუალური თემებზე, რომელიც ტრადიციულად მნიშვნელოვანია თურქეთის საგარეო პოლიტიკისთვის. მაგალითად, ოპოზიციის საპროგრამო დოკუმენტში ვერ მოხვდა თურქულენოვანი უიღურების თემა ჩინეთში; ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი; რუსეთ-უკრაინის ომი; შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და ა.შ.

თუმცა, იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დიდ უფლებამოსილებას მიანიჭებენ ისეთ ძლიერ ინსტიტუტს, როგორიც არის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც, ტრადიციულად, ძალიან კარგად ფლობენ ამ საკითხებს.

https://gfsis.org.ge

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати