რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნას და ამბობს:
"რამდენადაც არაერთი წელი ვიმუშავე უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურაში, აქაც დავწერ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც შს მინისტრს (რომელსაც, ბუნებრივია, პიროვნულად არაფერს ვერჩი) უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას აკისრებ და აი რატომ:
1. დასავლურ სამყაროში უსაფრთხოების საბჭოს ძირითადი ფუნქცია საგარეო საფრთხეებზე და მის პრევენციაზე მუშაობაა;
2. რაც არ უნდა ნიჭიერი ადამიანი იყოს, ერთ ადამიანს დეტალურად ვერ ეცოდინება შიდა და საგარეოს საფრთხეების დეტალები;
3. თუ შიდა და საგარეო საქმეები ერთ ადამიანს ეხება, მაშინ ის ყოფილა პრემიერ-მინისტრი;
4. შს მინისტრის ამ პოსტზე განწესება ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოელი პრობლემებს. ეს კი წინასაარჩევნოდ პრორუსულ-პროსაბჭოური აზროვნების წესია და არამგონია დასავლეთში ამას გაგებით მოეკიდონ;
5. შს მინისტრს ფიზიკურად არ ექნება იმის დრო, სრულყოფილად წარუძღვეს საბჭოს აპარატის მუშაობას. არადა, სწორედ ეს აპარატი ამზადებს საბჭოზე გასატან უსერიოზულეს საკითხებს, საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, სტრატეგიებს და ა.შ;
6. სუს-ს გაუჩნდება ბუნებრივი შეგრძნება, რომ შეიქმნა მისი ერთგვარი პარალელური სტრუქტურა და ყოველთვის ექნება ინფორმაციების "მოჟოშკვის" ცდუნება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალზედ არასერიოზულია, როდესაც ბოლო 9 თვის განმავლობაში მესამედ ნიშნავ საბჭოს ახალ მდივანს."
წყარო:https://www.facebook.com/photo.php?fbid=10221083562174552&set=a.3405653895966&type=3&theater