USD 2.7125
EUR 3.1517
RUB 3.3359
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მწიფდება აზრი, რომ საქართველო იმსახურებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას
Date:  1165

ექსპერტ ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, მეზობელი ქვეყნების მიმართ, უარყოფით კონტექსტში, რუსეთის აქტიურობის „დამსახურებაა", ევროპას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ასეთი დიდი სურვილი რომ აქვს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს" ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილის მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად, ნატომ ახალი სტატუსი - ასოცირებული წევრობა შექმნას.

მისივე თქმით, ევროპა, ამ ფორმით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფიქრობს.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს და ნატო-ს გარდა, უსაფრთხოების სხვა არქიტექტურა თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.

„მთავარი არის ის, რომ დასავლეთში უკვე მუსირებს აზრი - დრო დადგა საქართველოს მისცენ გარკვეული სტატუსი. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ყარაბაღის კონფლიქტისას დავინახეთ, რომ ყველაზე მოგებული რეგიონში რუსეთი რჩება. უნდა ველოდოთ მისი მხრიდან საქართველოს მიმართულებით ზეწოლის გაძლიერებას. პომპეოს ტურნეში საქართველოს ჩასმაც, სწორედ იმის ხაზგასასმელად იყო, რომ დასავლეთისთვის და განსაკუთრებით, აშშ-ისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით, საქართველოში. დაიწყო სხვადასხვა იდეების ცირკულაცია დასავლეთში თუ როგორ შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების უზურნველყოფა. რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ნატო-ს წევრობა იქნებოდა, მაგრამ თუ „მაპ“-ის მიღება ვერ ხერხდება ამ ეტაპისთვის, ამისთვის სხვა ფორმულებზეც მიდის ფიქრი. მუსირებს ეს აზრი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო- ნატო-ს კონტექსტში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, თუ რა მოხდება, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი ხელისუფლებას გადაიბარებს.

„ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორი სიტუაცია იქნება, როცა ჯო ბაიდენი ხელისუფლებას გადაიბარებს. ის ევროპასთან კონსოლიდაციას აპირებს, ტრამპისგან განსხვავებით, რომელსაც ევროპისგან განსხვავებული მიდგომები ჰქონდა. ახლა დავინახავთ დასავლეთის კონსოლიდაციას და მის ფარგლებში, რა თქმა უნდა, იმის დრო დადგება, რომ საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდეს. როდის იქნება ეს დროში, არავინ იცის. მთავარია, რომ დასავლეთში ეს აზრი მწიფდება, რომ საქართველო იმსახურეს უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეს დიდწილად მეზობლების მიმართ, უარყოფით კონტექსტში, რუსეთის "დამსახურებაა". ეს რა თქმა უნდა, აშშ-ისთვის ნომერ პირველი საკითხი არაა, თუმცა არც ბოლო საკითხი იქნება. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, ეკონომიკისა და პანდემიის შემდეგ ბაიდენი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყებს ფიქრს, ამ ურთიერთობებში, იგულისხმება ევროპასთან დაახლოება, რაც ასევე გულისხმობს ნატო-ს გაძლიერებასა და ამ კონტექსტში და ასევე, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში იქნება საქართველოს საკითხიც განხილული", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ალექსანდერ ვერშბოუს მიერ „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ კომენტარს აქვეყნებს. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის შექმნა კარგი იყოს, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.

society
შსს -ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს - ჯამში დაკავებულია 44 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way