დღეს ფინეთის დამოუკიდებლპბის დღეა
ფინეთი (ფინ. Suomi, შვედ. Finland; ოფიციალური სახელი ფინეთის რესპუბლიკა, ფინ. Suomen tasavalta, შვედ. Republiken Finland) — სახელმწიფო სკანდინავიაში.
ფინეთის მოსახლეობა დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანია, რომელთა ძირითადი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ რაიონებში ცხოვრობს. ფართობის მხრივ, ქვეყანას მერვე ადგილი უკავია ევროპაში. ფინეთი ევროკავშირში ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, 2010 წლის 1 ინვრამდე, ქვეყანა იყოფოდა ექვს პროვინციად, მაგრამ რეფორმის შედეგად, ფინეთი ადმინისტრაციული დაყოფის ახალ სისტემაზე გადავიდა და შეიქმნა ექვსი ახალი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციული სააგენტო, რომლებიც თავის მხრივ 20 რეგიონად იყოფა, რეგიონები კი მუნიციპალიტეტებისგან შედგება, სულ 342 მუნიციპალიტეტია. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჰელსინკის აგლომერაციაში, რომელიც წარმოადგენს დიდ ჰელსინკის. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ტამპერე, ტურკუ, ოულუ, იოვიასკიოლია, კუოპიო და ლაჰტი.
ფინეთი მრავალი საუკნის განმავლობაში შვედეთის ნაწილად ითვლებოდა, 1809 წელს ფინეთის დიდი სამთავრო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1917 წელს მოიპოვა, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი და ომები საბჭოთა კავშირთან და ნაცისტურ გერმანიასთან, ცივი ომის დროს ქვეყანას ოფიციალური ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ქვეყანა შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1955 წელს, OECD-ს 1969 წელს, ევროკავშირს 1955 წელს, ფინეთი არის ევროზონის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/