USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ზურა ბატიაშვილი - დღეს ფინეთი 103 წლის გახდა
Date:  1282

დღეს ფინეთის დამოუკიდებლპბის დღეა

ფინეთი (ფინ. Suomi, შვედ. Finland; ოფიციალური სახელი ფინეთის რესპუბლიკა, ფინ. Suomen tasavalta, შვედ. Republiken Finland) — სახელმწიფო სკანდინავიაში.

ფინეთის მოსახლეობა დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანია, რომელთა ძირითადი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ რაიონებში ცხოვრობს. ფართობის მხრივ, ქვეყანას მერვე ადგილი უკავია ევროპაში. ფინეთი ევროკავშირში ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, 2010 წლის 1 ინვრამდე, ქვეყანა იყოფოდა ექვს პროვინციად, მაგრამ რეფორმის შედეგად, ფინეთი ადმინისტრაციული დაყოფის ახალ სისტემაზე გადავიდა და შეიქმნა ექვსი ახალი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციული სააგენტო, რომლებიც თავის მხრივ 20 რეგიონად იყოფა, რეგიონები კი მუნიციპალიტეტებისგან შედგება, სულ 342 მუნიციპალიტეტია. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჰელსინკის აგლომერაციაში, რომელიც წარმოადგენს დიდ ჰელსინკის. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ტამპერე, ტურკუ, ოულუ, იოვიასკიოლია, კუოპიო და ლაჰტი.

ფინეთი მრავალი საუკნის განმავლობაში შვედეთის ნაწილად ითვლებოდა, 1809 წელს ფინეთის დიდი სამთავრო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1917 წელს მოიპოვა, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი და ომები საბჭოთა კავშირთან და ნაცისტურ გერმანიასთან, ცივი ომის დროს ქვეყანას ოფიციალური ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ქვეყანა შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1955 წელს, OECD-ს 1969 წელს, ევროკავშირს 1955 წელს, ფინეთი არის ევროზონის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო.

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი, თავის ფეისბუკის გვერდზე ფინეთის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება და წერს:
 
"დღეს ფინეთი 103 წლის გახდა. ჩვენგან განსხვავებით, იქ მენშევიკები არ იყვნენ და დიდი ფიქრი არ დაუწყიათ იმაზე, თუ რა ექნათ რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.
 
ფინეთს დამოუკიდებლობა 26 000 პატრიოტის სიცოცხლედ და ტერიტორიების 10%-ის ოკუპაციად დაუჯდა (საბჭოთა კავშირმა "ზამთრის ომში" გაცილებით მეტი - 170 000 ჯარისკაცი დაკარგა).
 
თუმცა, ომი თავისუფლებისთვის ამით არ დასრულებულა. ფინელები ყოველდღიურად იბრძვიან ამ თავისუფლების შესანარჩუნებლად. ოღონდ ახლა ეს ბრძოლა განათლებაზე გადის. დღეს ფინეთს ერთ-ერთი ყველაზე კარგი განათლების სისტემა აქვს.
 
მაშინ, როცა სხვა ქვეყნები ეროვნულ დღესასწაულებზე სამხედრო ტექნიკას დაარიხინებენ, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავზე ფინელებმა ჰელსინკში სუპერთანამედროვე ბიბლიოთეკა (მილიონობით წიგნით, 3D პრინტერებით და ა.შ.) გახსნეს, რაც დაახლოებით 100 მლნ ევრო დაჯდა.
 
1 წელიწადში ამ ბიბლიოთეკით ისარგებლა 2 მილიონმა ფინელმა (ეს მაშინ, როცა მთელი ფინეთის მოსახლეობა 5 მილიონია). შედარებისთვის, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 21,5 ათასი მკითხველი ჰყავს.
 
თუ გვსურს, რომ წარმატებულები ვიყოთ, პირველ რიგში განათლების სისტემის გაუმჯობესებას უნდა შევეცადოთ."
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way