USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ჟოზეფ ბორელი: დღეს საჭიროა უკრაინის დახმარება ისე, როგორც არასდროს
Date:  873

დღეს დავამტკიცებთ უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას. დღეს საჭიროა უკრაინის დახმარება ისე, როგორც არასდროს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც გასულ დღეებში მოხდა რუსეთში, აჩვენებს, რომ ომი გავლენას ახდენს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე და შლის რუსულ სამხედრო ძალას.

„ვაკვირდებით, რაც ხდება და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ისე, როგორც არასდროს და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. ყველა ხედავს, რაც ხდება რუსეთში. არ არის კარგი სანახავი, როდესაც ბირთვული ქვეყანა პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაზეა. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ასეთი - ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და ის მონსტრი, რომელიც შექმნა პუტინმა, თავად კბენს პუტინს. მონსტრი მოქმედებს შემქმნელის წინააღმდეგ. პოლიტიკური სისტემა აჩვენებს, რომ მყიფეა და სამხედრო ძალას ბზარი აქვს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგი“, - განაცხადა ბორელმა

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way