USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
ზემო ფონიჭალაში, 28-ე კორპუსის მიმდებარედ გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
Date:  455
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ამჟამად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზემო ფონიჭალაში, 28-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, სადაც მხოლოდ რამდენიმე ძველი
ატრაქციონი იყო შემორჩენილი.
პროექტის ფარგლებში, ძველი ატრაქციონების დემონტაჟის შემდეგ, იქ მოეწყო ახალი ატრაქციონები, არსებულ სივრცეში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები,
მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დაიდგა სკამები და ურნები.
სამუშაოები 870 კვ.მ. ფართობზე შესრულდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 240 900 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესა და საქართველოს პარლამენტის წევრ დავით კაჭარავასთან ერთად გაეცნო.
tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way