USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ზელენსკისა და კიტ კელოგის პრესკონფერენცია ამერიკელების მოთხოვნით არ ჩატარდა, მოლაპარაკებები გრძელდება
თარიღი:  439

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის პრესკონფერენცია ამერიკელების მოთხოვნით არ ჩატარდა, მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და საერთაშორისო მედია ავრცელებენ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ერთობლივი კონფერენცია ამერიკული მხარის მოთხოვნით არ ჩატარდება.

BBC-ის ინფორმაციით, ზელენსკისა და კელოგს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. გამოცემის უკრაინული წყაროები აღნიშნავენ, რომ, როგორც ჩანს, კელოგი სულ უფრო “გვერდზე იწევა” ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ხოლო ზელენსკი “მოტივირებულია” ბოლო დღეების მოვლენებით.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის