უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის პრესკონფერენცია ამერიკელების მოთხოვნით არ ჩატარდა, მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და საერთაშორისო მედია ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ერთობლივი კონფერენცია ამერიკული მხარის მოთხოვნით არ ჩატარდება.
BBC-ის ინფორმაციით, ზელენსკისა და კელოგს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. გამოცემის უკრაინული წყაროები აღნიშნავენ, რომ, როგორც ჩანს, კელოგი სულ უფრო “გვერდზე იწევა” ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ხოლო ზელენსკი “მოტივირებულია” ბოლო დღეების მოვლენებით.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.