USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ზელენსკიმ რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
дата:  671

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც Ростелеком-თან, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებრესურსებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. ბრძანება თავად პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, შემზღუდავი ზომები 12 რუსულ კომპანიას შეეხება. ამავე განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати