უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც Ростелеком-თან, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებრესურსებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. ბრძანება თავად პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, შემზღუდავი ზომები 12 რუსულ კომპანიას შეეხება. ამავე განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.