USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ზელენსკი - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მხარს არასოდეს არ დაუჭერს
дата:  906

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მხარს არასოდეს არ დაუჭერს“, გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს შინაარსი, რომელიც მას კორესპონდენტმა ჩამოართვა კიევში ყოფნის დროს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„მე და ჩემი გუნდი ხანგრძლივი ომისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ეს გავაცნობიერეთ და ემოციური თვალსაზრისით, პრაქტიკულად ამას უკვე შევეგუეთ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. შარშან, ამ დროისთვის, როცა უკრაინის არმია წარმატებით უტევდა რუსებს და ქალაქს ქალაქზე ათავისუფლებდა, პრეზიდენტს ეიფორული განწყობა ჰქონდა, ახლა კი... სამი თვის მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლების („კონტრშეტევის“) შედეგად, უკრაინის  არმია მხოლოდ ძალზე მოკრძალებულ შედეგებს აღწევს. ეს ხდება სამხრეთით, ზაპოროჟიეს ფროტზე, სადაც დაგეგმილია სახმელეთო დერეფნის შუაზე „გაჭრა“ და ყირიმ-დონბასის დამაკავშირებელი ხიდის განეიტრალება.

მთავარი კითხვა ამჯამად ისაა, თუ რამდენ ხანს დაიკავებს კონტრშეტევა და საერთოდ, დასრულდება თუ არა წარმატებით. ეს გარემოება დასავლელ ლიდერებს მოსვენებას არ აძლევთ. ისისნი ძველებურად აცხადებენ, რომ უკრაინას იმდენად დაეხმარებიან, რამდენადაც საჭირო იქნება, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის - სატელევიზიო გადაცემის ყოფილ მსახიობს, რომელმაც კარგად გრძნობს აუდიტორიის განწყობას - უკვე ეჭვი ეპარება თავისი ზოგიერთი პარტნიორის ქცევაში. „მე კარგი ინტუაცია მაქვს, მათ აზრებს ვკითხულობ, ვხედავ და მესმის... ისინი მეუბნებიან, რომ „ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ“, მაგრამ ვგრძნობ, რომ  ჩვენთან არ არიან, ან თუ არიან, ჩვენზე არ ფიქრობენ“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.

ვლადიმერ პუტინს ჩაფიქრებული აქვს, რომ ომი გააჭიანუროს და უკრაინა გამოფიტოს, დაქანცოს და გაანადგუროს. „მას არ ესმის, რომ ომი უკვე პრაქტიკულად წაგებული აქვს. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს მხარს რუსეთის მოსახლეობის 60 თუ 70% მხარს უჭერს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკა გაჭიანურებულ ომს ვერ გაუძლებს და დაინგრევა. დადგება დრო, როცა რუსები პრეზიდენტს არასასიამოვნო კითხვებს დაუსვამენ... მისი რეპუტაცია შერყეულია, მას შეთქმულებებს უწყობენ“.

იმავდროულად უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გრძნობს და აცნობიერებს იმ რისკებსაც, რომლებიც მისი ქვეყნის წინაშე დგას, თუ დასავლეთი დახმარებას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს. ასეთი გადაწყვეტილება უდიდეს დარტყმას მიაყენებს უკრაინის ისედაც ძალიან დაზარალებულ ეკონომიკას და სამხედრო ძალისხმევას. ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისურად სულ უფრო საუბრობს და იგი არ ერიდება მკვეთრ ლაპარაკს: „თუ თქვენ უკრაინის გვერდით არ ხართ, გამოდის, რომ რუსეთის გვერდით ხართ. ან პირიქით. თუ ჩვენ პარტნიორები არ დაგვეხმარებიან, ესე იგი, გამოდის, რომ ისინი რუსეთს ეხმარებიან ჩვენზე გასამარჯვებლად. აი, ესაა ჭეშმარიტება“.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ როცა კიევს ფრონტზე უმნიშვნელო მიღწევები აქვს, დასავლეთს უკრაინისადმი დახმარების გაწევა ურთულდება. იგი ცდილობს, რომ მას, პოლიტიკოსების მიღმა, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობასთან, რომ მათ საკუთარი მთავრობები უკრაინის დახმარებისათვის წააქეზონ.  სწორედ ასე მოხდა გასულ წელს, როცა უკრაინამ, დასავლელი მოსახლეობის  მხარდაჭერით, სამხედრო და ფინანსური დახმარება მიიღო.

თუ ვლადიმერ პუტინს იმის იმედი აქვს, რომ ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, იგი ძალიან სცდება. „ტრამპი არასოდეს მხარს არ დაუჭერს პუტინს. მან იცის, რომ ასეთ ნაბიჯს ძლიერი ამერიკელები არ აკეთებენ“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მას სჯერა, რომ თუ ჯო ბაიდენი მეორე ვადით იქნება არჩეული, იგვე კურსს გააგრძელებს უკრაინის მიმართ („განა ამერიკელებს ავღანეთის მსგავსი სიტუაციის გამეორება სურთ??). ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე იმედი აქვს, ევროკავშირიც კვლავ დაეხმარება კიევს მოსკოვთან ბრძოლაში და და უფრო მეტიც - გაგრძელდება პროცესი უკრაინის ევროკავშირში მისაღებად. „თუ დეკემბრის თვეში ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისათვის დადებითი იქნება, ასეთი  მომენტი უკრაინელთა მორალურ სულს განამტკიცებს და ხალხს ენერგიას შთაბერავს“.

დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში არსებულ მითქმა-მოთქმის საპასუხოდ, რომ უკრაინის არმია წარმატებას ვერ აღწევსო, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელ ჯარისკაცების ბედი ბრძოლის დროს უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. „ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შევინარჩუნოთ, რისკები უნდა შევასუსტოთ, თავი უნდა ავარიდოთ პირდაპირ სეტაკებებს, მეტი დაზვერვა ვაწარმოოთ, ვისარგებლოთ დრონებით... ეს ისეთი ომი არ არის, რომლის დროსაც სარდალი ამბობს, რომ დანაკარგების ფასს მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამაშია ჩემი და ვლადიმერ პუტინის მიდგომების განსხვავება. მისთვის [ჯარისკაცის] სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს... ვიცით, რომ ჩვენი გამარჯვება არც ხვალ არ იქნება და არც ზეგ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსები უამრავ ცოცხალ ძალას კარგავენ, ძალების მუდმივ გადაჯგუფებას ახდენენ. ეს ნიშნავს, რომ ისისნი აგებენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პასუხის დროს მაგიდაზე ხელს ხმამაღლა აკაკუნებს, კატეგორიულად აცხდებს, რომ ვლადიმერ პუტინთან არავიტყარ კომპრომისს არ დატანხმდება. „სანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგანან, არავითარი მოლაპარაკება არ იქნება. დღევანდელი ზავი მუდმივი არ იქნება. რუსეთის პრეზიდენტის თვითმიზანი იმაში კი არ გამოიხატება, რომ მან „გაყინული კონფლიქტები“ შექმნას რუსეთის საზღვართან ახლოს (მაგალითად, საქართველოში), არამედ იმაში, რომ ამ გზით მას მთავარი მიზნის მიღწევა უნდა - რუსეთის იმპერიის „ისტორიული“ საზღვრების აღდგენა სსრკ-ის ყოფილი ტერიტორიის მიერთებით. ისინი ვინც კრემლის ბინადარს ელაპარაკებიან, საკუთარ თავს ატყუებენ - იმის მსგავსად, თუ როგორ მოიტყუეს თავის დასავლელმა ლიდერებმა მიუნხენში 1938 წელს, როცა ადოლფ ჰიტლერს ესაუბრებოდნენ და ფაქტიურად ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციას თანხმდებოდნენ. „შეცდომა დიპლომატიაში კი არ არის, არამედ შეცდომა არის კონკრეტულად პუტინთან დიპლომატიაში“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/09/10/donald-trump-will-never-support-putin-says-volodymyr-zelensky

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати