USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
ზელენსკი - არ ვაპირებ 500 მილიარდის ვალის აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას - არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის
дата:  603

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებს ვალის სახე აქვს, რომელიც უკრაინამ აშშ-ს უნდა გადაუხადოს.

„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი აშშ-დან) და არ ვაპირებ 500-ის [მილიარდი] აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად არ თვლის.

„არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და „პროგრესია“ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებაში. მისი განცხადებით, წინადადებები ჯერჯერობით არ არის ის, რაც მათ სურთ, მაგრამ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და უკრაინა "მზადაა გასაზიარებლად".

”ჩვენ პროგრესს ვაღწევთ,” - დასძინა ზელენსკიმ.

общество
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати