უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებს ვალის სახე აქვს, რომელიც უკრაინამ აშშ-ს უნდა გადაუხადოს.
„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი აშშ-დან) და არ ვაპირებ 500-ის [მილიარდი] აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად არ თვლის.
„არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და „პროგრესია“ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებაში. მისი განცხადებით, წინადადებები ჯერჯერობით არ არის ის, რაც მათ სურთ, მაგრამ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და უკრაინა "მზადაა გასაზიარებლად".
”ჩვენ პროგრესს ვაღწევთ,” - დასძინა ზელენსკიმ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.