USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ზალდასტანიშვილის ქუჩის №7-ში საყრდენი კედელი მოეწყო.
дата:  538

მთაწმინდის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროეტს აქტიურად ახორციელებს.

ამჯერად, ზალდასტანიშვილის ქუჩის №7-ში საყრდენი კედელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, აშენდა და აგურით მოპირკეთდა რკინა-ბეტონის კედელი.
აღნიშნული პროექტის შედეგად, საცხოვრებელ და სავალ გზაზე გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა.
დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 000 ლარით დაფინანსდა.

2023 წელს, მთაწმინდის რაიონში ჯამში, გრუნტის დამჭერი 6 კედელი მოეწყო.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати