USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
ყველაფერი 2021 წლის ოსკარის ცერემონიის შესახებ
дата:  1797

სულ რაღაც შვიდი თვე გავიდა 2020 წლის ოსკარის გადაცემის ცერემონიიდან, სადაც პრიზი საუკეთესო ფილმისათვის სამხრეთკორეელმა რეჟისორმა ბონგ ჯუნ ჰომ დაიმსახურა ფილმისათვის „პარაზიტი, მაგრამ დროის ამ ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა...

ტრადიციული საოსკარო ცერემონია გადაჭედილი დარბაზითა და სხვა ხალხმრავალი ივენთებით დღეს უკვე წარსულის გადმონაშთად გვეჩვენება, ისეთივე დრომოჭმულად , როგორც, მაგალითად, ფილმის კასტინგში მხოლოდ თეთრკანიანთა მონაწილეობა.

გასული წლის 8 სექტემბერს აკადემიამ გაავრცელა განცხადება, რომ 2024 წლიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლებიც ეკრანსა და ეკრანს მიღმა „ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისა“ და ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლების სავალდებულო მონაწილეობას შეეხება. ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებში აკადემია ქალებს, ფერადკანიანებს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და ინკლუზიურ პირებს მოიაზრებს.

ახალი კრიტერიუმის მიხედვით საკონკურსო ფილმების მთავარ ან მეორე ხარისხის როლებიდან ერთ-ერთზე აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აზიური, აფრო ან ლათინოამერიკული წარმოშობის მსახიობი. ეს არ არის ერთადერთი ახალი სტანდარტი. ამოქმედდება ოთხი ახალი კრიტერიუმი: პირველით განისაზღვრება სამსახიობო შემადგენლობა და ფილმის შინაარსი, მეორე სტანდარტი შეეხება გადამღებ ჯგუფს, მესამე კინოსტუდიებს, მეოთხე კი დაარეგულირებს ფილმების დისტრიბუციას.

სტანდარტების ძალაში შესვლიდან ანუ 2024 წლიდან „ოსკარის“ ნომინანტებისათვის ოთხი ახალი კრიტერიუმიდან მინიმუმ ორის დაკმაყოფილება სავალდებულო გახდება. ეს ყველაფერი გველოდება მომავალში, მაგრამ სადღეისოდ აქტუალურია კითხვა, თუ როგორ ჩატარდება პოსტპანდემიურ ეპოქაში პირველი საოსკარო ცერემონია.

შევეცადეთ, თავი მოგვეყარა მიმდინარე მომენტისათვის ცნობილი ყველა ინფორმაციისათვის.

როდის გაიმართება დაჯილდოების ცერემონია

2021 წლის ოსკარის დაჯილდოების 93-ე ცერემონია, რომელიც 28 თებერვალს იყო ჩანიშნული, გადაიტანეს 25 აპრილს. შესაბამისად იცვლება საკონკურსო ფილმების შერჩევის პერიოდი. აქამდე საბოლოო ვადა 31 დეკემბერი იყო, დღეისათვის ეს თარიღი შეიცვალა 28 თებერვლით.

„საუკუნეზე მეტია, რაც კინო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში: ნუგეშს გვცემს, შთაგვაგონებს და გვიმსუბუქებს ყოფას ყველაზე მძიმე მომენტშიც კი-განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა დევიდ რუბინმა და გენერალურმა დირექტორმა დონ ჰადსონმა.

ჩვენ გავახანგრძლივეთ სელექციის პერიოდი და გადავავადეთ დაჯილდოების ცერემონიის თარიღი, რათა ავტორებს მივცეთ შესაძლებლობა მშვიდად დაასრულონ თავიანთი ნამუშევრები.“

როდის დაასახელებენ 2021 წლის „ოსკარის“ ნომინანტებს

ნომინანტები უნდა დასახელდეს 21 მარტს. ახალი კალენდარის მიხედვით წინასწარი კენჭისყრა გაიმართება 1-5 თებერვალს. ამის შემდეგ- 9 თებერვალს გამოცხადდება „შორტ-ლისტი“, ხოლო ნომინაციების მიხედვით ხმის მიცემა გაიმართება 5-10 მარტს. ყოველწლიური საზეიმო სადილი ნომინანტთა მონაწილეობით შედგება 15 აპრილს, ხოლო ფინალური ხმის მიცემის პროცედურა კი15-20 აპრილს.

რომელ ფილმებს წარადგენენ ოსკარზე

თუმცა შერჩევის გახანგრძლივებული პერიოდი მიგვანიშნებს, რომ ფილმების მეტ რაოდენობას (მათ შორის ბლოკბასტერებს, რომელთა პრემიერაც თავდაპირველად იგეგმებოდა 2020-ის გაზაფხულისა და ზაფხულისათვის და გადაიდო 2021-ის დასაწყისისათვის) ეძლევა საოცნებო ქანდაკების მოპოვების შანსი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდხანს გასტანს პანდემია და აგრეთვე იმაზე, გაიხსნება თუ არა კინოთეატრები აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უახლოეს მომავალში.

კრისტოფერ ნოლანის „პრინციპი“ (TENET) უკანასკნელი თვეების ყველაზე შემოსავლიანი სურათია. მიუხედავად არაერთგვაროვანი კრიტიკისა მაყურებლისა და კინოკრიტიკოსთამხრიდან, საერთაშორისო კინოგაქირავებაში მისმა შემოსავალმა უკვე მიაღწია 150 მილიარდი დოლარის ნიშნულს. თუკი ის გახდება წლის ყველაზე „საკასო“ ფილმი და ამით სასიცოცხლო იმპულს მისცემს გამოკეტილ კინოთეატრებს, ეს ფილმს დამატებით უპირატესობად ჩაეთვლება ოსკარისათვის მარათონში. თუმცა სალარო შემოსავალი ყველაფერი არ არის. 2020 წლის აპრილში კინოააკადემიამ განაცხადა, რომ 2021-ში კონკურსში მონაწილეობისათვის იმ ფილმებსაც დართავს ნებას, რომლებიც არ გამოსულან დიდ ეკრანზე.

ასე, რომ კონკურსში ტრადიციულ ფილმებთან ერთად ნაჩვენები იქნება „ნეტფლიქსის“ ფილმები: მაგალითად, სპაიკ ლის (Da 5 Bloods). საკონკურსო მარათონში ჩაერთვება ამ პლატფორმის სხვა კინოპროდუქცია: დევიდ ფინჩერის „მანკი“ (Mank), აარონ სორკინის „ჩიკაგოს შვიდეულის საქმე“ (The Trial of the Chicago 7) და რონ ჰოვარდის „ჰილბილის ელეგია“ (Hillbilly Elegy), რომლებიც ციფრულად ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს თვეებში.

ოსკარისათვის ბრძოლაში კონკურენტები იქნებიან უეს ანდერსონის „ფრანგული მაცნე“ (The French Dispatch), სტივენ სპილბერგის „ვესტაიდური ისტორია“(West Side Story) ცნობილი მიუზიკლის რიმეიქი და დენი ვილნევის „Dune“ იმ პირობით, რომ მათი საპრემიერო ჩვენებები აღარ გადაიდება.

სად გაიმართება დაჯილდოება

წესისამებრ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი შედგება ჰოლივუდში, დოლბის კინოთეატრში.

როგორ წარიმართება ოსკარის გადაცემის ცერემონია

ოსკარი 2021 ტრანსლირებული იქნებ პირდაპირი ეთერით აშშ-სა და მსოფლიოს 225-ზე მეტ ქვეყანაში ტელეკომპანია ABC-ის მიერ. მისი პრეზიდენტის- კერი ბერკის განცხადებით, თუკი სააპრილოდ კვლავაც ძალაში დარჩა სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნა, მსოფლიო იხილავს კიდევ ერთით მეტ ვირტუალურ სანახაობას.

როგორიც არ უნდა იყოს ეპიდვითარება, ნებისმიერ შეთხვევაში აკადემია შეეცდება გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი შეიკავოს ხალხმრავალი ივენთებისაგან.

იქნება თუ არა წითელი ხალიჩა

პანდემიის დასაწყისში გალა კონცერტები, პრემიერები და კინოფესტივალები სასწრაფო წესით გადაიდო და ბევრმა ის-ის იყო გადაწყვიტა, რომ „წითელი ხალიჩის ბილიკს“, როგორც ფორმატს, ყავლი გაუვიდა. მაგრამ ცოტა ხნის წინ MTV Video Music Awards და ვენეციის კინოფესტივალმა დაამტკიცა, რომ „დეფილე წითელი ხალიჩაზე“ გრძელდება და ეს მოასწავებს, რომ საოსკარო მოდის აღლუმი ჩაივლის ისე, როგორც ყოველთვის, ოღონდ პირბადეებითა და სოციალური დისტანციის დაცვით

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати