USD 2.7029
EUR 3.1254
RUB 3.3961
Tbilisi
ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, სამეცნიერო და სახელოვნები წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ს, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ლიდერებისადმი მიმართვას ავრცელებენ
Date:  441

საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები თავისუფალი სამყაროს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელევენ.

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი, ამ კონტექსტში კი ისინი

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. უფრო კონკრეტულად, მიმართვის ავტორები 3 მოთხოვნას აყენებენ.

“საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს უარი ეთქვა ფუნდამენტურ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება ფართო, სისტემატური საარჩევნო გაყალბების გამო. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო “ქართული ოცნების” ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა - ყველამ დააფიქსირა სერიოზული დარღვევები საარჩევნო პროცესში. მათ შორის: არათანაბარი საარჩევნო გარემო, ამომრჩეველთა დაშინება და შემზღუდველი კანონმდებლობა, რომელიც ახშობდა ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქმნიდა პირობებს, რომლებიც, როგორც დადასტურებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, ვერ აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად სტანდარტებს.

გარდა ამისა, აშშ-ს ჰელსინკის კომისია გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო და აღწერს ამჟამინდელი ხელისუფლების ავტორიტარულ ტრაექტორიას, როგორც სერიოზულ საფრთხეს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ანალოგიურად, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ცნობილმა თავმჯდომარეებმა საჯაროდ დაგმეს საარჩევნო დარღვევები და მოითხოვეს საერთაშორისო ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ნორმების დაცვისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს კონგრესსა და ევროპის ქვეყნების პარლამენტებში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩატარებულ არჩევნებზე, როგორ საქართველოს დემოკრატიისა და სუვრენიტეტისთვის უდიდეს გამოწვევაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. მაღალი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელს რეგიონში, უტოლდება დასავლეთის მორიგ ავტორიტარული სამყაროს წინაშე და უდიდეს დარტყმას აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

ამ კრიტიკულ მომენტში ამ არჩევნების შედეგების აღიარება რუსეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება - ხანგრძლივი და დრამატული შედეგებით როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარს აცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ლეგიტიმაციაზე, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს, მათ შორის, აშშ-ის კონგრესისა და სენატში, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. კერძოდ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას: 1. ხმის მიცემის, საარჩევნო ოქმების გასაჯაროვება; 2. არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება და 3. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სტრუქტურულად სახეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის პირობებში.

მოგიწოდებთ, დაუდგეთ საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებების და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შესანარჩუნებლად.

დიდი მადლობა საქართველოს ყველა მეგობარს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომისთვის. ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას უერთდებიან საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები:

1. ლანა ღოღობერიძე - საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში და იუნესკოში; საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, კინო-რეჟისორი;

2. დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;

3. დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;

4. გრიგოლ მგალობლიშვილი - საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრი;

5. მაია კოპალეიშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

6. ქეთევან ერემაშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

7. ნინო ბაკაკური - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

8. ბესარიონ ალავიძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

9. თედო ჯაფარიძე - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; საქართველოს ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე უშიშროების საკითხებში; საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;

10. გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;

11. თორნიკე გორდაძე - ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

12. ალექსი პეტრიაშვილი - ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

13. უჩა ნანუაშვილი - საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი;

14. ვალერი ჩეჩელაშვილი - ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, მოლდოვასა და რუსეთში, ყოფილი გენერალური მდივანი: BSEC, GUAM;

15. გიგი უგულავა - ქალაქ თბილისის ყოფილი მერი;

16. ნოდარ ხარშილაძე - თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს სტრატგეიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი

17. ნინო კალანდაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი, უფროსი პარტნიორი, BGI Legal

18. გიორგი ბადრიძე - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატი;

19. სოფიო ხუნწარია - ქალაქ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.

გარდა ამისა, მიმართვის ხელმომწერი არიან შემდეგი სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები:

1. გოგი ალექსი-მესხიშვილი - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი, ბერლინის კინოფესტივალის ოქროს დათვის მფლობელი, შოთა რუსთაველის პრემიის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აშშ-ის დართმუდის კოლეჯის პროფესორი

2. ნინო ქათამაძე - მუსიკოსი

3. ნანა ჯორჯაძე - კინორეჟისორი

4. პაატა ციკოლია - დრამის რეჟისორი, დრამატურგი

5. ნუცა ალექსი-მესხიშვილი - კინო-რეჟისორი;

6. მაია გელოვანი - მსახიობი, ტელეწამყვანი

7. ნიკა მაჩაიძე - მუსიკოსი.

8. კახა კინწურაშვლი - მსახიობი

9. გიორგი თავართქილაძე - რეჟისორი

10. მამუკა ცუცქირიძე - მხატვარი, ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელი

11. ხათუნა ლაგაზიძე - „აირჩიე ევროპა“-ს თავმჯდომარე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში;

12. ლაშა ძებისაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი,

13. გიორგი რუხაძე - აირჩიე ევროპა ს დამფუძნებელი. GSAC -ის დამფუძნებელი.

14. ვიქტორ ყიფიანი - თავმჯდომარე, ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი"

15. ბექა კობახიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

16. გიორგი ანთაძე - ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი

17. ზურაბ ბატიაშვილი - ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი.

18. ზაზა ბიბილაშვილი - დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი, უფროსი პარტნიორი, BGI Legal

19. დავით ბრაგვაძე, ისტორიკოსი, უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი

20. გიორგი თარგამაძე - საპარლამენტო უმცირესობის ყოფილი ლიდერი; ჟურნალისტი, ტვ ფორმულას გენ.დირექტორის მოადგილე;

21. დავით დვალი - ტელეკომპანია რუსთავის 2-ის დამფუძნებელი

22. ნინო ჯანგირაშვილი - ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ჟურნალისტი.

23. თეო გილიგაშვილი - მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

24. ვიკა ბუკია - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „ტვ პირველი“

25. თეა ადეიშვილი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „მთავარი“

26. ნათია გოგსაძე - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „მთავარი“

27. ლიკა ბასილაია-შავგულიძე - საზოგადოებრუვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი

28. ეკატერინე მიშველაძე - ტვ პირველი, წამყვანი

29. თენგიზ გოგოტიშვილი - ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“

30. ირაკლი ტაბლიაშვილი - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „ფორმულა“

31. რევაზ კიკნაძე - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

32. ნანა შარიქაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახ. კონსერვატორიის ყოფილი რექტორი

33. ვილი პაჭკორია - საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი

34. ბიძინა კულუმბეგოვი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალერგოლოგ/იმუნოლოგი.

35. თემურ პაპასკირი - თსუ პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი

36. იაგო კაჭკაჭიშვილი - სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

37. ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი

38. ცირა ელისაშვილი -კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი. პროფესორი.

39. ნინო დოლიძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

40. ნიკოლოზ სიმონიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი

41. ლუკა ჭოხონელიძე - ახალგაზრდული მოძრაობა „ნაბიჯი“, დამფუძნებელი

ნიკო მანაგაძე - სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დამფუძნებელი

თამაზ ელიზბარაშვილი - ბიზნესმენი, ცხოველთა უფლებების დამცველი.

თინა მამულაშვილი - გამომცემელი, სულაკაურის გამომცემლობა

სოფიო გოგოხია - სსიპ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტ. მასწავლებელი. 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. ქალთა საინიციატივო ჯგუფ "თანასწორის"ლიდერი.

თორნიკე ბარათაშვილი - "ევროპა ჩვენი სახლია", ქუთაისი

დავით ქაცარავა - ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი

დათო გოჩავა -პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი

თამარ მექვაბიშვილი - ჟურნალისტი, სამოქალაქო პლატფორმა წინაპრების და ჯგუფ 26 ის დამფუძნებელი

ნინო ორდენიძე - სამოქალაქო აქტივისტი. შშმ პირთა უფლებადამცველი.

ციალა ქათამიძე - სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერი, ბათუმი

ლევან ჩხეიძე - ადვოკატი

ლევან ბუთხუზი - ბიოლოგი

ირმა ზოიძე - საგამოძიებო ფილმების სტუდია „REC’, ბათუმი

გაგა ჩხეიძე - გერმანისტი, კულტურის მენეჯერi

ნინო კირთაძე - კინორეჟისორი

ნანა ექვთიმიშვილი - კინორეჟისორი, მწერალი,

კოტე სულაბერიძე - მხატვარი

ნინო ჭილაშვილი - მხატვარი

ანა გურგენიძე - მხატვარი, კურატორი

სიმონ ჯანაშია - განათლების სპეციალისტი

ლაშა ბუღაძე - მწერალი

სერგო რატიანი, ფილოსოფოსი. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

სოფიო კილასონია - კულტურის კვლევების დოქტორი. ილიას უნივერსიტეტი.

ანა რიაბოშენკო, ხელოვანი, კულტურის მენეჯერი

გვანცა ჯობავა, გამომცემელი,

ნატა ფერაძე, სამოქალაქო აქტივისტი.

გიორგი ჭანტურია - განათლების სპეციალისტი

თეკლა მაჭავარიანი - კინოპროდიუსერი

ანა ძიაპშიპა - კინორეჟისორი, პროდიუსერი

ქეთი მაჭავარიანი - კინორეჟისორი

სალომე ჯაში - კინორეჟისორი

ლევან აბსუშელიშვილი - კინომცოდნე

ნინო ჯინჭარაძე - პროდიუსერი

უტა ბერია - რეჟისორი,

გიორგი თავართქილაძე - კინორეჟისორი

რევაზ აფხაზავა - განათლების სპეციალისტი

ლაშა ბერაია, გამომცემელი

მაკა კასრაძე, გამომცემელი, გამომცემლობა „ზებრა გრუპი“

მაია კუდავა, გამომცემელი, გამომცემლობა „არტანუჯი“

თამარ ჟვანია, მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

ნინო ჟვანია, მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე), მწერალი

მანანა თევზაძე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი

თამარ ცოფურაშვილი - დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი

არჩილ გიორგობიანი, მუსიკოსი

დავით შუღლიაშვილი, ეთნომუსიკოლოგი

ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი, ჟურნალი „ქართული მწერლობა“

თეონა ჯაფარიძე. ხელოვნების მკვლევარი/კურატორი.

ოთარ ბერძენიშვილი. საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი

ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი, გამომცემლობა „ზიარი“

მარიამ კვიციანი, გამომცემელი, გამომცემლობა “მედუზა”

ანა ყიასაშვილი, გამომცემელი, გამომცემლობა “მედუზა”

დავით ყოლბაია, ისტორიკოსი, ორიენტალისტი. ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი

ილია მახარაძე - ხელოვანი, კურატორი. ,,ყველაფრის მაღაზია’’ კონცეპტუალური სახელოვნებო სივრცე.

ნუგზარ სადიკოვი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

ანა კინწურაშვილი, მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

ბესო სოლომონაშვილი, მწერალი, რეჟისორი

თამარ შავგულიძე- კინორეჟისორი

გიორგი შველიძე - ოპერატორი.

დიანა მაღლაკელიძე - კინომცოდნე

ნინო კუხალაშვილი - იურისტი

შალვა ტაბატაძე- პროფესორი

ანა ხაზარაძე - პროდიუსერი, 1991 ფროდაქშენს

მეგი კავთუაშვილი - ააიპ “მშობლები განათლებისთვის”

თეა ბახტაძე, მუსიკოსი

სოფო ჟვანია, ქართული ენის ლექტორი, ვარშავის უნივერსიტეტი

სალომე ცისკარიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუზეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო ჭიაბრიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

გიორგი სავანელი, რეჟისორი, დრამატურგი

ქრისტინე დარჩია, ხელოვნებათმცოდნე

მარიამ ჭაჭია - დოკუმენტური კინოს რეჟისორი/პროდიუსერი

მარიამ ჩუბინიძე - ჟურნალისტი, მარკეტოლოგი

ლანა ღვინჯილია ,”პოპულუს რეი”-ს დირექტორი

ნატო სლეპაკოვა, თარჯიმანი, თავისუფლების მოედანი

დავით ცვარიანი - მუზეოლოგი, კომპოზიტორი

ანა გელაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი (ააიპ ლომეკის დამფუძნებელი და დირექტორი)

ვასილ გულეური, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი

მარიამ კიკაჩეიშვილი წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”

ლევან ღოლოძე წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”

თამარ ბულია, მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

ნანა მეფარიშვილი - არქიტექტორი, კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

სოფიკო ბაბალაშვილი, აქტივისტი

თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი მრჩეველი

ლელა ჩახაია - განათლების მკვლევარი

თამარ სიხარულიძე, ხელოვნებათმცოდნე

ხათუნა გოგალაძე, ,,ასოციაცია ბიო”

მაია ადუაშვილი, ემიგრანტი, Promote Georgia, ამსტერდამი.

მარიამ ნოზაძე, პოლიტიკური მრჩეველი, ბრიუსელი.

ეკატერინე კერესელიძე - ემიგრანტი,ბელგიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia-ს თანადამფუძნებელი, ბელგიის სააპელაციო სასამართლოს (უცხოელთა სასამართლო საბჭოს) თანამშრომელი.

გოჩა გიორგაძე - ემიგრანტი

მანანა გრიგოლავა, მასწავლებელი

ნინო ტყებუჩავა, მასწავლებელი

ქეთინო მერებაშვილი, გეოგრაფიის მასწავლებელი

გიტა თვალაბეიშვილი, მასწავლებელი

მანუშაკ მკრტიჩიანი, მასწავლებელი

გიორგი ლიპარიშვილი - მოსწავლებელი

მზია იაკობაძე (კახაძე) - მასწავლებელი

ორგანიზაციები:

ჯგუფი „დაიტოვე“

ჯგუფი „წინაპრები“

ჯგუფი 26

ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” “Culture For Democracy”

განათლების პოლიტიკის ცენტრი

სამოქალაქო მოძრაობა “ტალღა”

საქართველოს კინოს ინსტიტუტი

საქართველოს პენ ცენტრი

ააიპ ICOM საქართველო

ააიპ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

ფილმწარმოების კომპანია კინო ელვა /Kino Elva

ააიპ “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი

ააიპ “ქართული სახლი”

ყაზბეგში დაფუძნებული - ააიპ ლომეკი

ააიპ “ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი”

კინოწარმოების კომპანია ოპიოდოკი

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“

კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე

ჟურნალი „ქართული მწერლობა“

გამომცემლობა „ინტელექტი“

გამომცემლობა „ზიარი“

გამომცემლობა „მედუზა“

გამომცემლობა „ზებრა გრუპი“

საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი

დოკუმენტური კინოს აასოციაცია / Documentary Association Georgia

განათლების პროფესიული კავშირი

ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა

საჯარო უწყებათა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა

საქართველოს განვითარების ფონდი ქადაგი

ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის

საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია

სამოქალაქო ერთობა

„საინიციატივო ჯგუფი: აირჩიე ევროპა“ და ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი და დემოკრატიული არჩევნები უმთავრესი ღირებულებაა. ხელმოწერები გრძელდება, გთხოვთ შემოგვეირთდით“, - აცხადებენ მიმართვის ინიციატორები.

analytics
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way