USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ყირიმში ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 500 000 მცხოვრები დარჩა
дата:  512

შავ ზღვაზე საუკუნის ქარიშხალი ბობოქრობს. ყირიმში სტიქია სანაპირო ქალაქებს დაატყდა თავს. ქარის სისწრაფე წამში 40 მეტრს აღწევდა. რამდენიმე ელექტროგადამცემი ანძა ჩამოინგრა, რის გამოც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება MIR 24.

სევასტოპოლში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაიტბორა. სანაპიროები ჩამოირეცხა. ქალაქში 60-ზე მეტი ხე წაიქცა. ერთი მათგანი პირდაპირ სამგზავრო მანქანას დაეცა. დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი და ფასადი. სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა. საკისა და ევპატორიას შორის გზა ფართო მდინარედ გადაიქცა. ახლა იქ მანქანების მოძრაობა აკრძალულია. ევპატორიაში სახლები მთელი ქუჩის გასწვრივ დაიტბორა. ხალხი სახურავებზე ავიდა და ფანრებს ანათებდნენ, რათა მაშველებმა შეემჩნიათ ისინი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 140-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. პროგნოზების მიხედვით, ქარიშხალის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

ადლერში ხე ჩამოვარდა ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც ხალხი იყო. სასწაულად არავინ დაშავებულა. შტორმმა სოჭის მახლობლად მატარებლის მოძრაობა შეაჩერა. რკინიგზის ლიანდაგზე რამდენიმე ხე ჩამოვარდა. სტიქიის გამო სოჭის აეროპორტი თვითფრინავებს ვერ ღებულობს.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати